მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეზოში ჩოჩქოლი ატყდა.
Panic broke out in the courtyard.
82682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქუდმოგლეჯილი შოფერი ხელების ქნევით და ყვირილით მორბოდა: – დაიჭირეთ! ესროლეთ!
The horrified driver ran around waving his arms and shouting: "Stop him, shoot him"!
82683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ავტომობილმა თვალის დახამხამებაზე გადაირბინა სამების ხიდი; მერე ისარივით გადასჭრა მარსის მოედანი, ახლო–მახლო ხვეულებში შეერია და ერთ კუთხეში გაჩერდა.
The car crossed Trinity Bridge a moment later, then like an arrow it shot across the Field of Mars, lost itself in the turnings nearby, and stopped at a corner.
82684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი გადმოხტა, სირბილით მიუხვ–მოუხვია, ამხანაგების ბინაში შევარდა და დაიძახა: – ამხანაგებო! ადექით! ჩქარა, ჩქარა მეთქი!
Kvachi jumped out, turn left, then right, and rushed to his comrades’ lodgings, where he called out: "Comrades! Get up! Quick, quick, I said".
82685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩაუცმელნი, დაფეთებულნი და დარეტიანებულნი მეგობრები უმალ გარს შემოეხვივნენ დედაბოძივით აშოტილ ბელადს, რომელიც იმ წუთში ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც დემირ–თეფეს სერზე.
Still undressed, alarmed and confused, his friends rushed out instantly to meet their leader, who stood as tall as the central pillar and now looked exactly as he had when he stood on the peak of Demir-Tepe.
82686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე ჩემი დაპირება შევასრულე და დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილზე მოვედი.
I’ve kept my promise and come to the appointed place at the appointed time.
82687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაუმარჯოს რევოლუციის ბელადს!
Long live the leader of the revolution!
82688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვაშა! – შესძახა ჯარმა.
"Hurrah"! his army shouted.
82689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოვიდა დღე განკითხვისა.
The day of judgement has come.
82690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იარაღი აისხით! ათი წუთის შემდეგ ყველანი ყელამდის იარაღში ისხდნენ.
"Arm yourselves"! In ten minutes they were all armed to the teeth.
82691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაუძახეთ დანარჩენებსაც!
Summon the others!
82692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნახევარ საათში კვაჭის სინკლიტმა ბელადის გარშემო მოიყარა თავი.
In half an hour Kvachi’s junta had gathered around their leader.
82693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთ ხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
The silence of the grave fell on them for a while.
82694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჯერ კვაჭიმ საზარელ ჩურჩულით ერთად ერთი სიტყვა გადმოაგდო: – და–იწ–ყეთ!
First Kvachi uttered in an awesome whisper the only word: "Be-gin"!
82695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს ამბავი მოხდა 1917 წ. 26 თებერვალს.
This happened on 26 February 1917.
82696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აუსტერლიცის დილა იყო.
It was the anniversary of Austerlitz.
82697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორი მარადიული მტერი პირისპირ შეჰხვდნენ ერთმანეთს.
Two eternal enemies had met head-on.
82698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმ დღეს კვაჭიმ საქმითაც სავსებით გაამართლა თვისი ღირსეული წინამორბედი ნაპოლეონი, რომელსაც ათიოდე წლის წინათ უნებურად სახელი მოჰპარა.
That day Kvachi’s deeds proved fully worthy of his famous forebear Napoleon, whose name he had casually misappropriated a decade earlier.
82699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არასოდეს არც ერთ სარდალს არ გაუცია ასეთი მოკლე, მრისხანე და მკაფიო ბრძანება.
Never had any commander issued such a short, wrathful, and clear order.
82700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს იყო და ეს, მეტი არაფერი.
That was it, nothing more.