მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამას ადასტურებს ყველგან და ყოველთვის კვაჭის შტაბი: ბესო მიქია, ლადი ჩიკინჭილაძე, ჭიპი ჭიპუნტირაძე, ჯალილ ემინ ოღლი, სედრაკ ჰავლაბრიანი და გაბო ჩხუბიშვილი.
This has always and everywhere been confirmed by Kvachi’s staff: Beso Shikia, Ladi Chikinjiladze, Chipi Chipuntiradze, Jalil Emin-oglu, Sedrak Havlabariani, and Gabo Chkhubishvili.
82722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი რევოლუციის დამცველთა საზოგადოებისა და თავისუფალ სოციალისტების პარტიის დაარსებისა.
The Society of Defenders of the Revolution and Founding the Free Socialist Party.
82723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაიწყეთ! – ბრძანა კვაჭანტირაძემ 27 თებერვალს დილით, მერმე სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონს დასწვდა.
"Begin"! Kvachi ordered on the morning of 27 February, then sat down in his armchair and reached for the telephone.
82724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ სავარძელს და ტელეფონს ორ დღე–ღამეს არ მოჰშორებია.
For two days and nights he didn’t leave the armchair or the telephone.
82725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მისი ამხანაგები ქვეყნის რღვევას და სისხლის ღვრას ხან ჭიშკრიდან უყურებდნენ, ხან ფანჯრიდან გასცქეროდნენ.
His comrades watched the country shake itself to pieces and shed blood either from the gate or through the windows.
82726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხან ცხვირს ქუჩაში გაჰყოფდნენ და ხანაც – როცა ახლო–მახლო სიჩუმე ჩამოვარდებოდა – ქუჩის კუთხემდის მიიპარებოდნენ, მგზავრებს გამოჰკითხავდნენ, ჰაერს დაჰსუნავდნენ და ბელადს ახალ ამბებს მიუტანდნენ.
Sometimes they poked their noses into the street, sometime, when things fell silent nearby, they even crept out to the corner, questioned passersby, sniffed the air, and brought news back to their leader.
82727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპუნტირაძე წამდაუწუმ კვაჭთან შევარდებოდა ქუდმოგლეჯილი და თმების გლეჯით ჰკიოდა: – დევიღუპეთ! გვაჯობეს! თავს უშველეთ!
Chipuntiradze would rush in panic up to Kvachi and tear his hair, shrieking: "We’re finished! They’ve beaten us! Run for your lives".
82728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო ღიმილით შემოვიდოდა და დინჯად იტყოდა: – მშვიდად ჭიპი!
Beso would come in smiling to say gravely: "Keep calm, Chipi".
82729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყოლიფერი კარგად მიდის.
Everything’s going well.
82730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ალბათ გევიმარჯვებთ.
Probably we’ll win.
82731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილა ფანჯარას არა ჰშორდებოდა და ზოგჯერ კვაჭს ეტყოდა: – ზალიან ბევრი ჯარი მიდის.
Jalil never left the window, sometimes telling Kvachi: "A lot of army is going".
82732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი იცინიან. ალბათ მეფე წააგებს.
They’re all laughing. Tthe Tsar is losing.
82733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვაა, აღარ გათავდა?! – იკითხა გულწასულმა სედრაკამ.
"Oh God, won’t it ever end"? asked a faint-hearted Sedrak.
82734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
I feel so terrible!
82735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნეტავ ეხლა ჩემს მშობლიურ სიღნაღში ვიყო!
I wish I was home, in my native Sighnaghi.
82736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორი დღის შემდეგ ბესომ თავი ჩაჰღუნა და ნახევარი ქალაქი მოირბინა.
Two days later, Beso, ducking as he went, ran round half the city.
82737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბრუნდა და კვაჭს მოახსენა: – ყოლიფერი გათავდა, გევიმარჯვეთ.
He came back and reported to Kvachi: "It’s all over! We’ve won".
82738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა ორი დღის ნასაზრი გეგმა უამბო ამხანაგებს და ახლად მოქსოვილი ბადე გადაუშალა.
Kvachi passed on to his comrades a plan he had spent two days working on, and spread out the net he had just woven.
82739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერმე წამოდგა და სთქვა: – აპა, აწი ნამდვილად დევიწყოთ.
Then he got up and said: "Right, now we should really begin".
82740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მომყევით! - წავიდა და თავით–ფეხებამდე იარაღში ჩამსხდარი ამხანაგებიც გაიყოლა.
"Follow me"! - He left and took his comrades, who were armed to the teeth.