მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82741.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილა წინ მიდიოდა და უზარმაზარსა და უცნაურ დროშას მიაფრიალებდა.
Jalil went first, waving a strange gigantic flag.
82742.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოქალაქენო, მოგვყევით! შეასრულეთ თქვენი ვალი!
Citizens, follow us! Do your duty.
82743.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაუმარჯოს რევოლუციას!
Long live the revolution!
82744.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძირს ტირანია და მონობა!
Down with tyranny and slavery!
82745.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა თავის რაზმში უცებ აგენტს ბეკარევს მოჰკრა თვალი, რომელმაც ხუთი დღის წინ კვაჭი დააპატიმრა.
Kvachi suddenly caught sight of agent Bekarev, who had arrested him five days before, among his band of men.
82746.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ისე გაუღიმეს, როგორც საუკეთესო მეგობრებმა.
They shook each other’s hands and smiled as if they were the best of friends.
82747.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა შენიშნა, რომ ბეკარევი ყვირილით ყელს იხლეჩდა.
Kvachi noticed that Bekarev’s voice had cracked from shouting.
82748.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი საათის შემდეგ კვაჭანტირაძის მეთაურობით თავრიდის სასახლეს ორი ათასი კაცი მიადგა.
An hour later, under Kvachi’s leadership, two thousand men were standing outside the Tauridean Palace.
82749.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბრბოს წინ დარაჯები გადაეღობნენ, მაგრამ კვაჭიმ და მისმა ამხანაგებმა ცილინდრიან დარაჯებს შეუტიეს.
Sentries blocked the mob, but Kvachi and his comrades attacked the tall-hatted sentries.
82750.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შეჰკივლეს, იარაღი ააჟღარუნეს, „რევოლუცია“ ახსენეს, ხალხის სახელიც მოიშველიეს და თეთრ დარბაზში ფახით, რიხით და მუქარით შეცვივდნენ.
They yelled, they rattled their weapons, they called out "revolution" in the name of the people and by threats, bluff, and brazen intimidation they managed to storm the White Hall.
82751.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წამებული ხალხისა და წმინდა რევოლუციის სახელით ავედი თავისუფლების საკურთხეველზე.
In the name of the long-suffering people and the sacred revolution I have risen to bless freedom.
82752.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაიწყო კვაჭმა და ისეთი ცხარე სიტყვა სთქვა, რომ მთელ სასახლეს ცეცხლი მოუკიდა და ცრემლი დაღვრევინა.
Kvachi began his speech, so ardent that it fired the whole palace and made his listeners shed tears.
82753.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს ის სიტყვა ასე დაასრულა: – რევოლუციამ ამ დარბაზს შეაფარა თავისი წმინდა თავი და ჩვენც აქ უნდა დავბინავდეთ.
Finally he ended his speech: The revolution has given this hall as shelter for its sacred purpose: we shall live here.
82754.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ მას თავს ვერ დავანებებთ და იმის დაცვას ვერავისაც ვერ მივანდობთ.
We shan’t leave it and we shan’t entrust its defence to anyone.
82755.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებო, მართალს ვამბობ თუ არა? –მიმართა კვაჭიმ თავის პარტიას.
"Comrades, am I right, or am I not?" Kvachi addressed his party.
82756.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართალია! მართალი! – გვრგვინვით დაუდასტურა ორმა ათასმა ყანყრატომ.
"Right! Right!" two thousand throats roared in agreement.
82757.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი საათის შემდეგ ის ბრბო როგორც მოგროვდა, ისე დაიშალა.
An hour later the mob dispersed just as it had gathered.
82758.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა და ამხანაგობამ თავრიდის სასახლეში ხუთი ოთახი დაისაკუთრეს და აქა–იქ თითით ნაჯღაბნი განცხადებანი გააკრეს: „რევოლუციის დამცველთა და დამხმარეთა საზოგადოება".
Kvachi and his comrades took possession of five rooms in the Tauridean Palace and left roughly scrawled signs on the walls and doors: "Society of Defenders and Helpers of the Revolution".
82759.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდი კაბინეტის კარებზე კი წააწერეს: „გამგეობის თავმჯდომარე“.
On the doors of the big office was written: "Chairman of the Administration".
82760.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე ოთახში მაგიდის თავზედაც გააკრეს: „მანდატებისა და ნებართვების განყოფილება“.
On a desk in another room they stuck a notice: "Department of Mandates and Permits".