მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82801.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიაღ... თქვენ თურმე ცოტაოდენი ფული ისესხეთ იმისგან და...
Yes… You apparently borrowed a bit of money from her and …
82802.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
და არ გადავიხადე.
And I didn’t pay it back.
82803.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერმე იმ ბებერმა რა იცოდა, საიდან გაიგო?
So what did the old man know, and how?
82804.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ის ბებერი გერმანელთა აგენტად ითვლებოდა პეტერბურგში და იმავე დროს ჩვენი აგენტიც იყო.
That old man was considered in Petersburg to be a German agent, but he was our agent, too.
82805.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქედან სტოკჰოლმში ხშირად დადიოდა და ჩვენს მტრებს ჩვენი დავალებით ყალბ ცნობებს აძლევდა, იქიდან კი ნამდვილი ცნობები მოჰქონდა.
He often went to Stockholm and we entrusted him with giving false information to our enemies, while he brought back genuine information.
82806.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა თქმა უნდა, ნამდვილად კი მგონი პირუკუღმა ხდებოდა.
Of course, in fact, it worked the other way round.
82807.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აჰა, მესმის, ეხლა კი მესმის.
Ah, I understand, now I understand.
82808.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბებერო განუს, ვაი შენი ბრალი, თუ ხელში ჩამივარდი!
Ganus, old man, I pity you if I ever get my hands on you!
82809.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი... მადლობელი ვარ და რებეკაზე რაღას მეტყვით?
Fine … thanks … And what about Rebecca?
82810.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ისინიც განუსმა დააბეზღა.
They were exposed by Ganus too.
82811.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რებეკას და ისაკას თქვენი სახელი ჩვენ ვათქმევინეთ.
We made Rebecca and Isaac give us your name.
82812.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ გაუწყრებით, რკინაც რომ ყოფილიყო, პავლოვი მაინც გასტეხდა.
Don’t be angry with them, if they’d been made of iron, Pavlov would still have broken them.
82813.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი... მოვიფიქრებ, მადლობელი...
Fine … I’ll think about it, I’m grateful.
82814.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მალე კვაჭის კაბინეტში ბებერი მელა გინცი შემოძვრა და დაიწრიპინა.
Soon the old fox Gintz made his way to Kvachi’s office and whined.
82815.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავადო, შევრიგდეთ!
Prince, let’s make up.
82816.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შევრიგდეთ, – ღიმილით მიეგება და დაეთანხმა კვაჭი.
"Let’s make up", Kvachi greeted him with a smile of agreement.
82817.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბრძანდით, ჩემო ძველო მეგობარო, და მიამბეთ რად გარჯილხართ?
Please sit down, old friend, and tell me what you’re up to.
82818.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ ხომ უმიზეზოდ არ მობრძანდებოდით?
You would not come without a good reason.
82819.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა თქმა უნდა! საწყალი გინცი მხოლოდ საქმისთვის დარბის.
Of course not! Poor old Gintz is always running about doing business.
82820.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენც გეცოდინება, რომ ეხლა ძალიან დიდი კაცი ხარ.
You know well, that you’re a very important person now.