მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82761.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა–იქ ხელისგულის ოდენა წარწერებიც მისჯღაბნეს: „თავისუფალი სოციალისტების პარტიის მთავარი კომიტეტი“.
Here and there were palm-sized scrawled notices: "Supreme Committee of the Free Socialists Party".
82762.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სედრაკ ჰავლაბრიანი სალაროს მიუჯდა.
Sedrak Havlabariani manned the till.
82763.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპუნტირაძემ საზვერავი თანამდებობა იკისრა.
Chipuntiradze took on the job of intelligence.
82764.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩიკინჭილაძემ მდივნობა დაიჩემა.
Chikinjiladze was secretary.
82765.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაბო ჩხუბიშვილმა – საწყობების გამგებლობა აირჩია.
Gabo Chkhubishvili would manage the warehouse.
82766.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო თოფით, მაუზერის რევოლვერით და ხანჯლით შეიარაღებული ჯალილა კვაჭის კაბინეტის შესავალში გაიჭიმა.
And Jalil, armed with rifle, Mauser, and dagger, was stationed by Kvachi at the entrance to his office.
82767.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბეკარევმა ჯერ პაწაწა საქმე იკმარა: პარტიის მაგიდას მიუჯდა და წევრების ჩაწერა ითავა.
Bekarev was content with a minor role for the time being: he sat at the party table and took over the enrolment of members.
82768.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენიმე დღის შემდეგ მუშაობა ისე გახურდა, რომ ამხანაგები ოფლში იწურებოდნენ.
After a few days, work was so intense that the comrades were covered in sweat.
82769.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღე და ღამეში თხუთმეტ საათს მუშაობდნენ და ძლივს ასწრებდნენ უცნაურ და ასნაირ მანდატებისა და ნებართვების წერას, შემოწირულებათა მიღებას და ფულის თვლას.
They were working fifteen hours a day, struggling to keep up with issuing strange and very varied mandates and permits, and counting the donors and the money.
82770.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხრა კლიტით დაკეტილი მინისტრების კარები კვაჭისთვის მუდმივ გაღებულია.
The ministers’ doors, double locked, were always open for Kvachi.
82771.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როცა კი მოინდომებს, დაუკითხავად შეიჭრება დიდებულთა ოთახში, თამამად ჩამოჯდება, ფეხს ფეხზე გადაიგდებს და დაუდევრად, მაგრამ მტკიცედ მოჰყვება.
He could enter the leaders’ rooms without asking, boldly take a seat, cross his legs and casually, but firmly and cockily report.
82772.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რევოლუციის დამცველთა და დამხმარეთა საზოგადოება და თავისუფალი სოციალისტების პარტია, რომელსაც უკვე ოთხასამდის განყოფილება აქვთ და ორ მილიონამდე წევრი ჰყავთ, დღე და ღამ ფხიზლობენ და ხალხის ბედნიერებას დარაჯად უდგანან.
The Society of Defenders and Helpers of the Revolution, and the Party of Free Socialists, which now has up to four hundred branches and two million members, is maintaining vigilance day and night, guarding the people.
82773.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ ჩვენ ტანსაცმელი, საკვები, იარაღი და ფული გვაკლია.
But we lack clothing, provisions, weapons, and money.
82774.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საზოგადოება დაჟინებით გთხოვთ, მოქალაქე მინისტრო, რო–ო–ომმ...
The Society demands of you, citizen minister, tha-a-at…
82775.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სწორედ ამ დროს წინ მოხსენებას დაუდებს, თანაც ისეთის რიხით იტყვის „რომ“–ს და ისე გადაჰხედავს მინისტრს, რომ ის ხელისუფალი ქაღალდს წაუკითხავად წააწერს: „მიეცით“.
That was the moment when he put forward his report and pronounced the word "that" with such menace and gave the minister or the leader such a look that the latter at once signed the report unread, "Approved".
82776.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი და ამხანაგობა დღითიდღე ძლიერდებოდა.
Kvachi and his comrades grew more powerful every day.
82777.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საზოგადოება და პარტია მალე გაიბერნენ.
The Society and the Party soon swelled up.
82778.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წევრთა რიცხვი „ხუთ მილიონამდე ავიდა“, გამგეობის კანცელარიაში სამოცი მოსამსახურე მუშაობდა, ხოლო საწყობებში – ორასამდის.
The membership was claimed to be "nearly five million" and there were sixty people working in the administration office and up to two hundred in the warehouse.
82779.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სალაროსთან ფულის შემტანთა კუდი ოთხჯერ იყო შემოხვეული, ხოლო მანდატების განყოფილების კარებთან ზოგჯერ ასი კაციც მოსჩანდა.
The queue of people waiting to pay at the till snaked in four lines and there were sometimes a hundred men at the doors of the mandates department.
82780.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭის პარტიამ თანდათან ისე გაშალა ფრთები, რომ მისი მარცხენა ფრთა მალე არხანგელსკს მისწვდა, ხოლო მარჯვენა ტფილისს მიებჯინა.
Kvachi’s Party took wings: its left wing reached Archangel, its right wing—Tbilisi.