მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82821.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან კარგად იცი რომ უწინდელზე უფრო დიდი ხარ, იყოს წყეული ყოველივე უწინდელი!
You know very well that you’re more important than you were, to hell with everything that happened before.
82822.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენთან ერთი საქმე მაქვს.
I have some business for you.
82823.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუმცა, დაიცა, ჯერ გაჩვენო.
Though, wait, let me show you first.
82824.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭს კვირეული დასურათებული ჟურნალი გადუშალა.
He opened out for Kvachi an illustrated weekly magazine.
82825.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მთელ პირველ გვერდზე კვაჭის სურათი იყო დახატული ასეთის წარწერით: „რევოლუციის ერთგული მცველი და დაუძინებელი გუშაგი ნ. ა. კვაჭანტირაძე“.
The whole of the first page was taken up by a portrait of Kvachi, captioned "The loyal defender and ever-vigilant guard of the revolution, N. A. Kvachantiradze".
82826.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამას მოსდევდა ორ გვერდზე გაჭიმული კნულმანის მიერ დაწერილი ბიოგრაფია.
This was followed by a twelve-page biography written by Knulman.
82827.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა იმ ბიოგრაფიას თვალი გადაავლო და გაიღიმა.
Kvachi perused the biography and smiled.
82828.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯერ ერთი: იმ წერილში აღარც კვაჭის თავადობა იყო მოხსენებული, აღარც ფლიგელ–ადიუტანტობა, არც გრიგოლ რასპუტინი და არც ისეთი საქმე, რომელიც მას ავნებდა.
For one thing, there was no mention of Kvachi being a prince or an aide-de-camp, nor was there any mention of Rasputin or anything which would harm hm now.
82829.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე: ხაზგასმით იყო გამოკვეთილი კვაჭის „რევოლუციური წარსული“, „რისთვისაც კვაჭი უცხოეთში გაიქცა“.
For another thing, Kvachi’s revolutionary past was emphasized as a reason for his fleeing abroad.
82830.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მესამე: კვაჭი რომ უცხოეთიდან დაბრუნდა, კვლავ საიდუმლო მუშაობას შეუდგა და სოციალისტური პარტია დააარსა.
Thirdly, Kvachi returned to carry out secret work, and found a socialist party.
82831.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ „კავკასიის ლომმა“ პეტრე–პავლეს ზღუდენი გამოარღვია, შვიდი მოკლა, ათი დასჭრა და თავის საყვარელ საქმეს – რევოლუციას – დროზე მიეშველა“.
But the "lion of the Caucasus" had broken through the walls of the Peter and Paul fortress, killing seven and wounding ten, so as to be in time to help his beloved cause, the revolution.
82832.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭკვიანი კაცის დაწერილია ეს წერილი – სთქვა კვაჭმა.
"Whoever wrote this letter is a clever man", said Kvachi.
82833.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვისია ეს ჟურნალი?
Who owns the magazine?
82834.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჟურნალი ჩემია, მაგრამ ამიერიდან ჩვენი უნდა გახდეს.
It is my magazine, but from now on it’s going to be ours.
82835.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენ შენი პარტიის და საზოგადოების სახელი მომეცი, მე კი...
You let me use the name of your Party and Society, while I …
82836.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენ კი მოგების ნახევარს მომცემ, არა?
And you will give me half the profits, won’t you?
82837.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიმიხვდი, გათავებულია? – გათავებულია – კეთილი.
You’ve got my gist! Are we finished? We are - Good.
82838.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიერიდან ჟურნალს ასე წავაწერ: „თავისუფალი სოციალისტური პარტიისა და რევოლუციის დამცველთა საზოგადოების ორგანო“.
From now on the magazine will be subtitled: "Organ of the Free Socialist Party and of the Society of Defenders of the Revolution".
82839.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხელშეკრულება დასდეს და ჟურნალს განცხადებანი, ტანი და ტირაჟი მოუმატეს.
The contract was signed and the magazine’s advertising, size, contents, and print run were increased.
82840.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღე არ გავიდოდა, რომ კვაჭთან ნამინისტრალნი და ნადიდებულარნი არ შესულიყვნენ, წელში ორად არ მოღუნულიყვნენ, შეწირულება არ გადაეხადნათ და კვაჭისთვის მფარველობა და დახმარება არ ეთხოვნათ.
Not a day passed without a former minister or former dignitary coming in to see Kvachi, bowing as low as they could, making a donation, and asking Kvachi for protection and help.