მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცეცხლი მალე კუბოს მოედო.
The fire soon took hold of the coffin.
82862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ირგვლივ შეხრაკულ და დამპალ ლეშის სუნი დატრიალდა.
The smell of a roasting rotten carcass hung in the air all round.
82863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველამ ცეცხლს იმ მხრიდან მოუარეს, საიდანაც ღამის ნიავი უბერავდა.
Everyone went round to the side of the fire where the night breeze was blowing.
82864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რუსეთის წარსულსა და მომავალზე ბაასი გააბეს.
They started chatting about Russia’s past and future.
82865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცეცხლი თანდათან აგიზგიზდა, აისვეტა და ტყე, პატარა მინდორი და ოციოდე კაცი სისხლის ფერით შეჰღება.
The fire crackled, rose up in a pillar and in its light the forest, the small clearing, and the twenty or so men present were dyed the color of blood.
82866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აღმოსავლეთით ცას მტრედის ფერმა გადაჰკრა.
The sky in the east turned dove-gray.
82867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი განზე იდგა, ალში გახვეულ კუბოს თვალს ადევნებდა და თავის წარსულსა და მომავალზე ჰფიქრობდა.
Kvachi stood aside, watching flames engulfing the coffin; he was thinking of his own past and future.
82868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბურანში წასულ კვაჭის იმჟამს ეგონა, რომ რასპუტინის გვამთან ერთად იმ ცეცხლში მისი ჭრელი წარსულიც იწვოდა, ხოლო იმავ დროს ახალი კვაჭი კვაჭანტირაძე იბადებოდა – რევოლუციის ქარცეცხლში განწმენდილი, ხალხის ხელით მონათლული, მისთვის თავდადებული, ერთგული და პატიოსანი.
Drowsily he felt his own colorful past burning up in the fire with Rasputin’s corpse, while a new Kvachi was being born, purified in the crucible of the revolution, baptised by the people, to whom, loyal and respectful, he now dedicated himself.
82869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცეცხლი უკვე ჩამქრალიყო.
The fire was now out.
82870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნაღვერდალს წყალი დაასხეს, ნაცარი და ნახშირი ტომარაში ჩაჰყარეს, იქაურობა ხელის გულივით მოასუფთავეს.
They poured water on the embers, threw the ash and coals into a sack and left the area spick and span.
82871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახშირი და ნაცარი ნევაში ჩაჰყარეს და ქალაქში დაბრუნდნენ.
The coals and the ash they threw in the Neva and returned to the city.
82872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო! – უთხრა უძილო კვაჭიმ თავის ერთგულ ამხანაგს.
"Beso"! a sleepless Kvachi said to his faithful comrade.
82873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კმარა უკადრისი ცხოვრება, მომბეზრდა.
I’ve had enough of this demeaning life, I’m fed up with it.
82874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღევანდელ დღიდან აღარ გამაგონო აფერი იმისთანა, რომე ჩირქი მომეცხოს.
From now on I don’t want to hear about anything that might smear me.
82875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აწი ყოლიფერი ხალხისაა და ჩვენც უნდა ხალხს პატიოსნად ვემსახუროთ.
From now on everything belongs to the people and we have to serve the people honestly.
82876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი ამბავი დანარჩენ ამხანაგებსაც გადაეცი.
Tell this story to the other comrades.
82877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვისიმე ქადაგება თუ მეისმინა და დოუჯერა, მარა...
He’s heard someone preaching and believed them, but…
82878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აჰ, ვიცი, რომე ხვალამდის ძლივს გასძლებს, მერე კი დეივიწყებს.
Well, I know this won’t last even until tomorrow, and then he will forget it.
82879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვნახოთ... ვნახოთ, რაც გამოვა ვინცხა ბერის დარიგებიდან.
We’ll see … We’ll see what comes of some monk’s teachings.
82880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი პირველ ბრძანებისა, ივლისისა და ახალი ხიდის აშენებისა.
The First Command, July, and Building a New Bridge.