მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82881.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პაწაწინა კაცუნები უკვე მორღვეულ უუზარმაზარ შენობას გარს დასტრიალებდნენ, ჰფუსფუსებდნენ, ხელებით დადიოდნენ, ფეხებით აზროვნებდნენ და დასანგრევად წამოწეულ ყაზბეგის მთას ხელის თითებით ამაგრებდნენ.
Tiny little human figures were moving around outside the huge building, bustling, walking on their hands, thinking with their feet, and using their fingers to fortify Mount Qazbeg, which was about to collapse.
82882.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ მთას არც სწორედ დგომა ჰსურდა და არც მარჯვნივ გადახრა.
But the mountain refused to stand properly or to bend to the right.
82883.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მას მარცხენა ფერდი ეფხანებოდა და ჟინიან ბავშვივით მხოლოდ მარცხენა თეძოზე სცდილობდა გაგორებას.
Its left flank was leaning over and, like a stubborn child, it was trying to roll over only onto that left side.
82884.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უჯიათი ბავშვი - ისტორია – თითქოს ვერც კი ჰხედავდა კაცუნების ზღვას, ცამდის აღმართულს მათი ლეშების მთებს და სისხლის უძირო ღვართქაფს.
That obstinate child, history, seemed unaware of the sea of human figures, the sky-high mountains of their corpses, and the bottomless torrent of their blood.
82885.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ის ვერც კი ჰგრძნობდა თავისს ფერდებში მიბჯენილ თითებს და მას არც კი ესმოდა ხალხთა ჟრიამული, კვნესა, გოდება, შიში, იმედი, ჟინი და სიხარული.
He couldn’t feel the fingers digging into its flanks, it couldn’t even hear the peoples’ shrieks, moans, and wails, fear, hope, urges, and joy.
82886.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იგი ბრმად და ყრუდ მიაბიჯებდა კუპრისფერ სივრცეში და არავინ იცოდა იდუმალი გზები მისი ნებისყოფისა და მსვლელობისა.
History was striding blind and deaf into pitch-black space: nobody knew the secret ways of its will and movement.
82887.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი იდუმალის ალღოთი ჰგრძნობდა და ჰხედავდა, რომ ბრმა ხელისუფლება და უჯიათი ისტორია სხვადასხვა გზით მიდიოდნენ.
Kvachi’s mysterious intuition felt and saw a blind state and stubborn history following different paths.
82888.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ და ეს უგუნური ბრძოლა გაგიჟებულ კაცუნების გასრესვით უნდა გათავებულიყო.
They were in conflict, and this senseless struggle had to end with the annihilation of the crazed little humans.
82889.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჰგრძნობდა კვაჭი ამ ბრძოლის ყოვლად გარდუვალსა და უძლეველ დასასრულს და დრო-გამოშვებით ასე მოუთხრობდა თავის შეგირდებს: – ამხანაგებო! ვინც გიჟს დაებღაუჭება, თვითონაც გაგიჟდება.
Kvachi also sensed the utterly inevitable and relentless outcome of this battle, and every now and again told his disciples so: "Comrades! Anyone who embraces a madman goes mad himself".
82890.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინც ლეშს აეკიდება, თვითონაც გალეშდება; ვინც წყალ-წაღებულს დაეჭიდება, თვითონაც დეიღუპება.
Anyone clings to a corpse, becomes a corpse; Anyone clutches a drowning man, himself too will perish.
82891.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მადმაზელი კერენსკი რამდენიმე თვეს კიდევ იფართხალებს და იწივლებს, მერე კი ისტორიის ორმოში ჩავარდება.
Mademoiselle Kerensky will flap about and squawk for a few more months, and then tumble into the pit of history.
82892.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღევანდელი ხელისუფლება განწირულია.
Today’s state is doomed.
82893.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხვრელს ვერ გაიყვანენ, ცხვირს კი მეიტეხენ.
They won’t make a hole, but they’ll break their nose.
82894.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ასეთ გიჟებს ვერ გავყვებით.
We can’t follow madmen like them.
82895.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მარა მადმაზელების სიკვდილი არც ისთე ახლოა, რომე მას დღესვე თავი დავანებოთ და ახალს მივეკედლოთ.
But the Mademoiselle’s death is not close enough for us to abandon it yet and take refuge with the new power.
82896.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როცა დრო მოვა, ახალ დარიგებას მოგცემთ.
When the time comes, I shall give you new instructions.
82897.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამას კი გეტყვით, რომე რუსეთი ტყუპით იყო ორსული.
But I tell you now that Russia has been pregnant with twins.
82898.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თებერვლის ვაჟი უდღეური გამოდგა, დღეს თუ ხვალ იგი ფეხებს გაფშიკავს, ხოლო მისი დედა მეორე შვილს შობავს.
February’s baby boy turned out to be a runt who will kick the bucket any day now, but his mother is giving birth to a second child.
82899.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ უნდა პაწაწა ძაფი გავაბათ მეორე შვილთან, რომელიც აწი დედის მუცელში ისთე ფართხალობს, რომე ლამის მუცელი გამოანგრიოს და ნაადრევად დაიბადოს.
We must tie a little thread to this second child who is now kicking in his mother’s belly, about to break out and be born prematurely.
82900.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი საქმე მე მომანდვეთ.
So trust me with this task.