მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავის დროზე ის ძაფი ხიდად გადიქცევა, რომელიც სისხლის, ცრემლისა და ცეცხლის ნიაღვარზე მეორე ნაპირას გაგვიყვანს.
In good time this thread will become a bridge to lead us over a torrent of blood, tears, and fire to the other bank.
82902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იარე და გაგვიძეხი! – შესძახეს შეგირდებმა.
"Go and summon us"! exclaimed the disciples.
82903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საცა ბელადი, იქაც ჩვენ.
Wherever our leader is, we shall be too.
82904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ ხანებში კვაჭიმ ერთ მინისტრს მეათეჯერ მოსთხოვა რევოლუციის დამცველ ჯარისთვის ათი ათასი წყვილი ტანისამოსი, სურსათი და ოცი მილიონი მანეთი.
Kvachi had just demanded for the tenth time from a minister ten thousand sets of clothes, provisions, and twenty million roubles for the army of the defenders of the revolution.
82905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მინისტრი გუნებაზე არ იყო, ამიტომ ნათხოვნი ორჯერ შეამცირა.
The minister was in a bad mood and had reduced the amount demanded by half.
82906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს კიდევ არაფერი, კვაჭი ამას ადვილად მოინელებდა და დანაკლისს ორიოდე კვირაში ორჯერ ან სამჯერ შეივსებდა.
That wouldn’t have mattered—Kvachi would easily have dealt with it and made up the deficit twice or thrice over in two weeks.
82907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რევოლუციის დასაწყისიდან კვაჭის ხელისუფლების გაუძლისი ხურუში აუვარდა.
Since the revolution began, Kvachi had been affected by an insurmountable lust for power.
82908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბატონობისა და ბრძანებლობისთვის აქავებული გული ვერ მოიფხანა და ვერ დაიმშვიდა.
His heart itched for domination and command and would not be sated or assuaged.
82909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბევრი უტრიალა უმაღლეს ხელისუფლებას და ჯერ რომელიმე მინისტრის ამხანაგის სკამზე დაჯდომა სცადა, მერე რომელიმე სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორობა ითხოვა, მაგრამ საქმე ვერ გაიჩარხა.
He had spent a lot of time in high-power circles and tried to get himself appointed deputy minister in several ministries, and then asked to be director of the agricultural department, but he couldn’t turn the right wheels.
82910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს, კვაჭი ისე დახურდავდა, რომ პროვინციაში გადასახლებასაც დასთანხმდებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ის დაენიშნათ ან ფინლანდიის, ან თურქესტანის, ან საქართველოს გენერალ-გუბერნატორად.
Finally, Kvachi got so carried away that he would have agreed to move to the provinces, if he was appointed governor-general of Finland, Turkestan, or Georgia.
82911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ მთავრობას პროექტიც კი წარუდგინა - ვინ იცის, ვისი დაწერილი! – იმის შესახებ, რომ განაპირა პროვინციებს ავტონომია მიეცესო,
Kvachi presented a plan to the government—written by God knows who—for giving autonomy to provinces on the border.
82912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს აბსურდი ბესო შიქიას ასე განუმარტა: – ეს ტაქტიკის საკითხია, ჩემო ბესო.
To Beso Shikia he explained his subterfuge: "It’s a question of tactics, Beso".
82913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორმოცდაათი მილიონი კაცი ჩვენ მოგვემხრობა.
Fifty million people will be on our side.
82914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამ გზით ჩვენ დროებით მთავრობას დავასუსტებთ და ჩამოვაგდებთ, მერე კი... მერე ტაქტიკა ისევ შეიცვლება.
That’s how we weaken and overthrow the Provisional Government, and then … then the tactics will change.
82915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ დღეს, როცა მინისტრმა ნათხოვნი საქონელი და ფული შეამცირა, კვაჭიმ ისიც გაიგო, რომ მისი გენერალ-გუბერნატორობაც ჩაიფუშა.
When the minister halved the amount of goods and money requested Kvachi saw that his hopes of a governor-generalship were shattered.
82916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კაი!-დაემუქრა მთავრობას ნაწყენი კვაჭი.
"Fine"! said Kvachi: offended, he was menacing the government.
82917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გულში ერთ წვეთ შხამს ერთი ხელადა კიდევ დააყოლა.
The drop of poison in his heart was followed by a whole jugful.
82918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავე დღეს კვაჭიმ მეათეჯერ გადასცა გინცს მინისტრისგან მიღებული საქონელი და აღებული მილიონებით კვლავ თვალ-მარგალიტი იყიდა.
That day he gave Gintz for the tenth time the goods he had received from the minister and bought jewels with the millions he got.
82919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო საღამოზე კრებაზე წავიდა და გულში ასე იძახდა: წაბარბაცებულს უჯიკავე, უფრო მალე წაიქცევა!
In the evening he went to a meeting and told himself: "Kick anyone who’s staggering, he’ll fall more quickly"!
82920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წაქცეულს თავი გაუჭყლიტე, მადლია!
Smash his head in when he falls, you’re doing him a favor.