მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზეგ დილით თქვენი ჯარი ორი მხრით უნდა წამოვიდეს და დაიცვას ზამთრის სასახლე.
The day after tomorrow your army must come out in the morning and defend both sides of the Winter Palace.
82942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ მარჯვენა ყურით მოისმინა მინისტრის მოწოდება და დარიგება, იგი მაშინვე მარცხენა ყურით გამოუშვა და წამოვიდა.
Kvachi listened to the minister’s appeal and instructions with his right ear, but his left ear let it all out again and he left.
82943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ საღამოს მან თვისი სინკლიტი შეაგროვა და უთხრა: – ზეგ ბოლშევიკები ნაადრევად აპირებენ ქუჩაში გამოსვლას.
That evening he gathered his junta, telling them: "The Bolsheviks intend to come out on the streets the day after tomorrow, before they were expected".
82944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბევრი ვეცადე დამერწმუნებინა, ოქტომბრამდის გადადეთ თქვა.
I’ve tried many times to persuade them to put it off until October.
82945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვუთხარი, რომე ბოვში დედის მუცელში ცხრა თვე უნდა იჯდეს თქვა, რომ თებერვალს ჩასახული მეორე რევოლუცია ოქტომბრამდის უნდა მწიფდებოდეს თქვა.
I told them that the baby should stay the full nine months in its mother’s belly, that the second revolution conceived in February should be allowed to ripen until October.
82946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მარა არ დემიჯერეს.
But they won’t take my word for it.
82947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იქინე, სათავეში ისეთი მბრძანებლობის მოყვარულები ჯილარიან, რომე თავის გარდა სხვას არვის უჯერიან.
That lot are so bossy that they don’t believe anyone but themselves.
82948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ზეგ დამარცხდნენ, მე ნუღარაფერს დამაბრალებენ.
If they’re defeated the day after tomorrow, they needn’t blame me for anything.
82949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ჩემი ვსთქვი და გავათავე, აწი თვითონ ინანონ.
I’ve said what I had to say, and that’s it: they can repent at leisure.
82950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს კიდო აფერია, მაგრამ ჩვენი საქმეც ოდნავ გეიხლართა.
That’s not important, but our cause has got a bit more complicated.
82951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამას წინეთ მთავრობას მოვახსენე, რომე რევოლუციის დამცველ საზოგადოებას აქინე ოცი ათასი კაცი ჰყავს თქვა.
Just now I told the government that the Society of Defenders of the Revolution had twenty thousand men here.
82952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღეს დამავალა მთავრობამ, რომე ზეგ ოცი ათასი კაცი გევიყვანო ქუჩაში.
Today the government has ordered me to bring twenty thousand men out onto the street the day after tomorrow.
82953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ამხანაგობას გადაჰხედა.
Kvachi cast an eye over his comrades.
82954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი დაბურულნი იყვნენ და ჩაფიქრებულნი ისხდნენ.
They were all sitting there dazed and pensive.
82955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ მეიწყინეთ, ამხანაგებო!
Don’t be downcast, comrades!
82956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყური მიგდეთ და შეასრულეთ ყოლიფერი, რასაც გიბრძანებთ.
Listen to me and carry out all my orders.
82957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დანარჩენი მე ვიცი.
I’ll take care of the rest.
82958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ყველას დაწვრილებით უამბო თვისი საქმე, ყველას დაურიგა მანდატები, ფული და სამუშაოდ გაისტუმრა.
Kvachi explained to everyone his plan of action in detail; he gave everyone their mandates and money, and sent them off to work.
82959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დანიშნულ დღეს პეტერბურგში ისე ჩამობნელდა და ისე შეიხუთა ჰაერი, რომ მტერ-მოყვარენი ერთმანეთს ვეღარ არჩევდნენ.
On the appointed day the air became so dark and stuffy in Petersburg that friends and enemies could not tell each other apart.
82960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხალხი აზღვავდა და აიშალა.
People flooded and scattered.