მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რომელ დარგში უფრო გეხერხებათ მუშაობა?
What area is it easiest for you to work in?
83002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ან საკრედიტო დეპარტამენტში, ან კიდევ კავკასიაში.
Either the department of credit, or else the Caucasus.
83003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი, რაკი თქვენი თანხმობა მაქვს, დანარჩენ მინისტრებსაც მოველაპარაკები და პასუხს შეგატყობინებთ.
Fine, since I have your agreement, we’ll talk to the other ministers and let you know their answer.
83004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყოველ შე მთხვევაში, მთავრობა უხვად დააფასებს თქვენს დღევანდელ გმირობას.
In any case, the government values your heroism today very highly.
83005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭის დაუვიწყარი ღვაწლი და მადლი ასე დააფასეს: მთავრობის დადგენილებით მას მადლობა გამოუცხადეს და...
After a few days Kvachi’s unforgettable achievements and deserts were rewarded: by government decree he was thanked, and ...
83006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სულ ეს არის?
Is that all?
83007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი უმალ იმ მინისტრს შეუვარდა კაბინეტში.
Kvachi burst into the minister’s cabinet at once.
83008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ თქვენც მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
Then goodbye to you, too.
83009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა თქვენ გამარჯვებული კილოთი მელაპარაკებით, მაგრამ სამი თვის შემდეგ მე ოქტომბრის ენით მოგიგებთ პასუხს.
You may talk to me in a conqueror’s tone, but in three months’ time I shall reply to you in the tone of October.
83010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა სთქვით? - რაცა ვსთქვი, ამას მხოლოდ ოქტომბერში გაიგებთ.
What did you say? You will not understand what I said until October.
83011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს ინფორმაციის გამგემ ჭიპი ჭიპუნტირაძემ შეატყობინა კვაჭის: – დევიღუპეთ!.. გევიქცეთ!
The next day Chipi, as head of information, informed Kvachi: "We’re ruined … Let’s make a run for it"!
83012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზეგ რევიზორები მოვლენ ჩვენთან.
In two days the auditors are coming to see us.
83013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დამიძახე გაბოს! - უპასუხა კვაჭიმ.
"Get Gabo for me", Kvachi replied.
83014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ გაბოს და შიქიას ყურში მხოლოდ ორიოდე სიტყვა წასჩურჩულა.
Kvachi whispered just a couple of words in Gabo’s and Beso’s ears.
83015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავე დღეს ოცი საბარგო ავტო საზოგადოების საწყობებიდან საღამომდის სადღაც ეზიდებოდნენ სურსათს და საქონელს.
The same day twenty lorries shifted provisions and property from the Society’s warehouses to an unknown destination.
83016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავე ღამეს მოულოდნელი დიდი უბედურება მოხდა: გაუგებარ მიზეზის გამო საწყობებს ცეცხლი მოედო, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩანელდა, როდესაც უკანასკნელი ნაფოტიც კი დაიწვა.
That night an unexpected disaster happened: for mysterious reasons the warehouses caught fire, and the fire didn’t go out until the last splinter of wood had been burnt up.
83017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რევიზორებმა იქაურობა დაათვალიერეს, დაჰსუნეს, გაზომეს და ცხვირ-ჩამოშვებულნი დაბრუნდნენ.
The auditors inspected the scene, sniffed about, took measurements, and went home crestfallen.
83018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავე ღამეს დამწუხრებულ ამხანაგობას მისი ბელადი ასე ამშვიდებდა და ანუგეშებდა: – ნუ შედრკება თქვენი გული, ამხანაგებო!
The leader reassured and consoled his downcast comrades: "Don’t lose courage, comrades"!
83019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოქტომბერი მოდის! თქვენს ერთგულებას მომავალნი უფრო დააფასებენ, ვიდრე მიმავალნი.
October is coming! Those who are coming will value your loyalty more highly that those who are departing.
83020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წითლებს მოაქვთ ძმობა, თანასწორობა და სამართალი, ამათ კი საფლავშიც თან მიაქვთ უმადურება და შავი გული.
The Reds are bringing fraternity, equality, and justice, this lot are taking with them to the grave their ingratitude and black hearts.