მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები სამ ჯგუფად გაიყვნენ და სამი მხრიდან ზამთრის სასახლისკენ დაიძვრნენ.
The comrades divided into three groups and advanced from three directions on the Winter Palace.
82982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოქალაქენო! – ჰყვიროდნენ თითო ჯგუფში და ტროტუარებიდან ხალხს შუა ქუჩისკენ ერეკებოდნენ.
"Citizens"! they shouted in each group, herding the people on the pavements into the middle of the street.
82983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოქალაქენო! მხარი დაუჭირეთ დროებით მთავრობას!
Citizens, support the Provisional Government!
82984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შემოგვიერთდით! წამოდით: მოიხადეთ თქვენი ვალი!
Join us! Come on! Do your duty.
82985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხალხიც გამარჯვებულთა ჯგუფებს უერთდებოდა და საერთო მდინარეს მისდევდა.
The people joined the winning groups and merged into one common river.
82986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თითო ჯგუფში ოცს კაცს ოცი მიემატა, ორმოცს ორმოცი, სამას სამასი, ათასს ათასი და ხუთი ათასს ხუთი ათასი.
Each group of twenty was joined by twenty more, forty was joined forty, three hundred—three hundred, a thousand— a thousand, and five thousand—five thousand.
82987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნაკადი ნაკადს შეუერთდა, მდინარე მდინარეს.
Torrent joined torrent, river—river.
82988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სასახლის გარშემო ყველამ თავი მოიყარეს და ხალხის ზღვად გადაიქცნენ.
Everyone gathered round the Winter Palace: they became a sea of people.
82989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზღვის შუა გულში კუნძულივით აღმართულიყვნენ კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი საზოგადოების თეთრ-წითელი დროშა.
In the middle of the sea Kvachi and the white and red flag of his Society rose like an island.
82990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ კუნძულიდან საზოგადოების ბელადის ხმა ასე ჰგრგვინავდა: – მოქალაქენო! ამიერიდან თქვენ გულმშვიდად დაიძინებთ.
From this island the leader’s voice thundered: "Citizens! From now on you can sleep soundly".
82991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენს ძილს ერთგულად სდარაჯობს რევოლუციის დამცველთა საზოგადოება და თავისუფალი სოციალისტური პარტია, რომელმაც დღეს წითელ ეშმაკებისგან დაგიხსნათ და საშინელი ხიფათი საკუთარ ზურგზე გადიტანა.
Your sleep is watched over by the Society of Defenders of the Revolution and the Free Socialist Party, which has today freed you from the red devils and has taken on the frightful danger itself.
82992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოქალაქენო! ჩვენი საზოგადოება და პარტია კვლავაც მზად არიან თვისი სისხლი დაანთხიონ რევოლუციის სამსხვერპლოზე.
Citizens! Our Society and Party are once again ready to shed their blood as a sacrifice for the revolution.
82993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენც მზრუნველობას გაგვიწევთ და ოდნავ მაინც დაგვეხმარებით.
But at the same time we hope that you will show some concern for us and will give us a little help.
82994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოქალაქენო! - დაამთავრა თვისი მქუხარე და ცეცხლიანი სიტყვა კვაჭიმ: „ჩვენ წინდაწინვე გიხდით უდიდეს მადლობას შემოწირულობისათვის, რომელსაც ყოველდღე მივიღებთ თავრიდის სასახლეში.
"Citizens", Kvachi ended his stentorian and fiery speech, "We offer our deepest thanks in advance for the donations which we shall be accepting every day in the Tauridean Palace".
82995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი შეგირდებმა ხელით აიტაცეს და „ურას“ ყვირილით ის უბანი დააყრუეს.
Kvachi was lifted up by his disciples and a "Hurrah"! deafened the whole district.
82996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ათი წუთის შემდეგ ქუდ-მოგლეჯილი ბელადი სასახლეში ავარდა, მინისტრების კაბინეტში შევარდა და დაიძახა: – მომილოცავს გამარჯვება!
Ten minutes later, the leader rushed to the palace, burst into the minister’s office and called out: "Congratulations on our victory".
82997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდებულნი ყიჟინით და ბავშვურ სიხარულით დაუხვდნენ.
The dignitaries greeted him with exclamations of childlike joy.
82998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავმჯდომარემ კვაჭის საზეიმო სიტყვა უთხრა და რევოლუციის მხსნელი უწოდა, ხოლო დანარჩენთა მადლობას, ჟრიამულსა და ხელის ჩამორთმევას დასასრული არ ჰქონდა.
The chairman solemnly addressed Kvachi as the savior of the revolution, while the others’ thanks, loud acclaim, and handshakes seemed endless.
82999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავადო, მოეხმარეთ მთავრობას აქტიურად და სამსახურში შემოდით! – უთხრა კვაჭის ერთმა მინისტრმა.
"Prince, help the government actively: take on a post", one minister told Kvachi.
83000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეძნელება, ძალიან მეძნელება, მაგრამ... თუ სამშობლო მოითხოვს...
That’s difficult, very difficult, but … if the motherland demands it …