მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83041.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გვიმსახურეთ და გამოიყენეთ ჩვენი ძალ-ღონე.
Put us to work and use our power and strength.
83042.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან გამახარა თქვენმა საქციელმა.
I was very happy with your behavior.
83043.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემს ამხანაგებსაც გაუხარდებათ.
My comrades will be happy too.
83044.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიერიდან ჩვენი საზოგადოების იმედი გქონდეთ...
From now on you can rely on our Society …
83045.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიიღეთ ჩვენგან მცირედი წვლილი.
Accept a small contribution from us.
83046.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან ივანიჩს შენაწირის სია გადასცა.
He handed Ivan Ivanych the list of donations.
83047.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ საღამოს კვაჭიმ თავისი საზოგადოების ყველა წარწერას და განცხადებას ერთადერთი სიტყვა მიუმატა და ამ რიგად მეორე დილიდან იგი საზოგადოება „წითელ რევოლუციის დამცველთა და დამხმარეთა საზოგადოებად“ გადაკეთდა.
That evening Kvachi added just one word to all his Society’s signs and announcements: the next morning it was the Society of Defenders and Helpers of the Red Revolution.
83048.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო პარტია ასე მონათლა: სოციალისტური პარტია „მიწა, სოვეტი, ზავი და შინისკენ!“.
And the Party was baptised as the Socialist Party of Land, Soviets, Peace, and Returning Home.
83049.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი კვაჭისა და ამხანაგობის გაწითლებისა და ოქტომბრის მომზადებისა.
Kvachi and the Comrades Turn Red and Prepare for October.
83050.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებო! – ასწავლიდა კვაჭი თავის შეგირდებს ჟამსა ოქტომბრის მოახლოვებისას.
"Comrades", Kvachi instructed his disciples as October approached.
83051.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პოლიტიკა წააგავს ძროხას.
Politics is like a cow.
83052.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზოგნი მას აძოვებენ, ზოგნი კი სწველიან.
Some people take him out to graze, others milk.
83053.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში.
A clever man doesn’t shed blood or sweat chasing after a cow.
83054.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ, ჩვენ კი უნდა მოვწველოთ და მისი კარაქით გავსუქდეთ.
Let, madmen chase after it, take it to graze, and look after it, but we just have to milk it and get fat on its butter.
83055.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო ძროხის მოწველას ბევრი აფერი უნდა: დოუყვავე, გოუცინე, გეიშინაურე.
Milking the cow is no trouble, you just have to be nice to it and tame it.
83056.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა.
Well, that’s the only clever sort of politics.
83057.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს, თუნდ თეთრი, თუნდ წითელი.
Don’t ask the color of the cow, whether it’s black, white, red, or green.
83058.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნურც გააბრაზებ, თვარა დაგწიხლავს და აღარ მოგაწველიებს.
Don’t upset it, or it will kick you and won’t let you milk it.
83059.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ სხვებმა იმ ძროხას უჯიკავეს, განზე გადექით და ბრძოლის დავლა აკრიფეთ.
If other people attack the cow, stay out of it, and just pick up the loot of the battle.
83060.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორნი რომ ჩხუბობენ, მესამე მოგებაშია.
If two people are quarrelling, the third man profits.