მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა კი შეუდექით საქმეს, სანამ არ დაგვიანებულა.
Now is the time to get down to work, before it’s too late.
83022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს დილიდანვე სედრაკას და ბესოს წყალობით მომართული უუდიდესი მანქანა ამუშავდა.
The very next morning a gigantic machine set up by Sedrak and Beso got to work.
83023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორი ათასი ლამაზი ქალი, ამდენივე ვაჟი, ამდენივე ყუთი და ორი ათასი ფურგონი დედაქალაქს მოედო.
Two thousand beautiful girls, the same number of young men, boxes, and lorries set off for the capital.
83024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო მაინც შესცდა: მისგან დაქირავებულმა სამმა უდიდესმა საწყობმა ერთ დღეში მოგროვილი შემოწირულება ვერ დაიტია.
But Beso had miscalculated: the three huge warehouses he had leased could not cope with all the donations that had come in on just one day.
83025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ფულის თვლას ამხანაგობის ხუთი მოსამსახურე ნაანგარიშევ სამი დღის მაგივრად ერთ კვირას მოუნდნენ!
It took the five cashiers the society employed not three days, but a whole week to count the money.
83026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ ხანებში კვაჭი სმოლნის ინსტიტუტს შორიდან მიუახლოვდა.
At the same time Kvachi was edging towards the Smolny Institute.
83027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იქ ბოლშევიკების მთავარი შტაბი იყო დაბანაკებული.
Here the Bolsheviks’ headquarters were encamped.
83028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდხანს უვლიდა გარშემო, დიდხანს აგროვებდა ამბებს, იქაურობას ჰსუნავდა და ათვალიერებდა.
He circled it for some time, collecting information, inspecting and sounding out the area.
83029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე თავი დაჰღუნა და მებრძოლ ყოჩივით დაეტაკა შესავალ კარებს.
Then, lowering his head, he attacked the entrance like a fighting ram.
83030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სად ჯანდაბისკენ გაგიწევია?!– შეაჩერა ბანჯღვლიანმა მეზღვაურმა.
"Where the hell do you think you’re going"? asked a hirsute sailor, blocking his way.
83031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაო?! – ფახით გაიკვირვა კვაჭიმ.
"What?" Kvachi answered with menacing astonishment.
83032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძმა და მტერი ვეღარ გაგირჩევია?
Can’t you tell a brother from an enemy?
83033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე გაჩვენებ შენ, რომ...
I’ll show you that…
83034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სწორედ ამ დროს კვაჭის ერთი ნაცნობი წითელი გამოჩნდა – ივან ივანიჩ ივანოვი.
Just then Ivan Ivanych, a Red whom Kvachi knew, turned up.
83035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა ამბავია? შემოუშვით, ამხანაგო, მე ვიცნობ მაგ ადამიანს.
What’s going on? Let him in, comrade, I know this man.
83036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი ივან ივანიჩს ისე მიეკრო, როგორც ბუზი თაფლს, თან თავზე ქონი წაუსვა და წითელ თავზე შემოევლო.
Kvachi stuck to Ivan Ivanych like a fly to honey, flattered him, and patted him on his red head.
83037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ათიოდე წუთის შემდეგ ის გულღია ადამიანი თითზე დაიხვია.
After ten minutes he could twist this naïve man round his finger.
83038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კერენსკი ხალხს ჰღუპავს...
I’ve finally come to think that Kerensky is leading the people to ruin…
83039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მხოლოდ თქვენი გზა გაიყვანს სახელმწიფოს შემოქმედებისა და აყვავების ასპარეზზე.
Only your path will lead the state to a point where it can create and blossom.
83040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიტომ მე, ჩემი პარტია და ჩემი უუზარმაზარი საზოგადოება თავით ფეხებამდის თქვენთან გადმოვდივართ.
So my Party, my enormous Society and I stand with you with every fiber of our being.