მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მარა თვალი უნდა გეჭიროთ, რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვებულის მხარეზე, დროზე მიაფურთხოთ დაძლეულს და მძლეველსაც დროზე მიულოცო.
But you’ve got to keep an eye open to join the winning side, spit on the loser, and congratulate the winner all in good time.
83062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაუკვირდით აწი რუსეთის ამბავს.
Now look at the situation in Russia.
83063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მათ ეიღეს ევროპული საჭმელი და ძალით სტენიან რუსულ კუჭში.
They have taken European food and are trying to force it on Russian stomachs.
83064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აპა მეიფიქრეთ, რა მოხთება, რომე მგელს თივა შეაჭამო?
Well, think what would happen if you made a wolf eat hay.
83065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მგელი იმ თივას უკანვე ამოაგდებს.
The wolf will throw up the hay.
83066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გეუბნებით ამხანაგებო, რომ რუსის ხალხიც ასე მეიქცევა.
I tell you, comrades, that is what Russia’s people are doing.
83067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღეს თუ ხვალ იგი უცხო საღეჭავს უკანვე ამოანთხევს და თან მადმუაზელ კერენსკის, პარლამენტს და დემოკრატიასაც ამოაყოლებს.
Any day now it will spew out this foreign food and Mademoiselle Kerensky, the Parliament, and democracy with it.
83068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გადაეღობნენ და თითები შეუშვირეს.
They’ve blocked them and stick fingers out at them.
83069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე კი გეუბნებით, რომე დაგორებული კლდე ყველას იმ თითებს დაამტვრევს, მწიგნობრებს ჭიებივით დასჭყლეტს და დავიწყების სანაგვეში ჩაჰყრის.
But I tell you that the rock will roll and destroy all those fingers, will squash the bookworms like bugs, and throw them on the scrapheap of oblivion.
83070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეიხსომეთ ჩემი წინასწარმეტყველება და თუ იგი არ გამართლდეს, კვაჭი კვაჭანტირაძეს ბელადობა ჩამოართვით და ჯალილას ან გაბოს გადაეცით.
Remember my prophecy: if it doesn’t come true, then dismiss Kvachi Kvachantiradze from the leadership and appoint Jalil or Gabo instead.
83071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ერთხელ გითხარით და ეხლაც ვიმეორებ, რომ რუსეთი ტყუპით არის–თქვა ორსული.
I’ve said it before and I say it again: Russia is pregnant with twins.
83072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პირველი შვილი უდღიური ქალაბიჭა გამოდგა.
The first child was a premature runt.
83073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე კი ეხლავე ისეთი აბეზარი, უკმეხი, ჟინიანი და მოურიდებელი ვინმე მოსჩანს.
The second now seems so forward, lively, rough, wilful, and bold.
83074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უმცროსი და გოუთლელი მუჟიკი ხვალინდელ ბრძოლაში თავის უფროს ევროპელ ძმას უეჭველად დასცემს.
So the inferior, uncouth peasant in the forthcoming battle will certainly beat his senior European brother.
83075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთ მხარეზე არიან თავად–აზნაურები, ვაჭრები, ხუცები, ჩინოვნიკები, ყაზახები და ქაჩალი აბლაკატები.
We have princes and gentry, merchants, priests, officials, Cossacks, and bald lawyers, all on the same side.
83076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე მხარეზე კი თავს იყრიან რუსის მუშები და გლეხები, რომელნიც უკვე კბილებამდე იარაღში სხედან.
On the other side are Russia’s workers and peasants, who are now armed to the teeth.
83077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ დეიჯერებთ, ვითომ დღევანდელი ხელისუფალნი რუსის ხალხს ემხრობოდნენ, წითლები კი ღალატობდენ.
Don’t assume that today’s government is on the side of the Russian people, while the Reds are selling the people.
83078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დოუჯერეთ კვაჭს, რომე ნამდვილად პირუკუღმა ხთება: ანტანტამ თავის საქმიზა რუსეთი სისხლისგან დასცალა და სამარემდე მიიყვანა.
Believe me, it’s the very opposite: the Entente has drained Russia of blood for its own purposes and brought the country to the grave.
83079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინც ჰყვირის „ომი ბოლომდისო“, ის რუსეთის შეგნებული ან შეუგნებელი მოღალატეა, ხოლო წითლებისთანა ეროვნული, რუსის ხალხის ერთგული ძალა რუსებს აქამდე არ ჰყოლიათ.
Anyone who shouts "War to the end" is a deliberate or unwitting destroyer to Russia: the Russians have so far never had a national force so loyal to the Russian people as the Reds.
83080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამას გეუბნევით მე, კვაჭი კვაჭანტირაძე, და ვისაც ჩემი სიტყვა არა სჯერა, ის ეხლავე გევიდეს ჩვენი პარტიიდან.
I, Kvachi Kvachantiradze, tell you: if you don’t believe what I say, then leave our Party right now.