მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83081.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მარა, მეგობრებო, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომე ჩვენს ამხანაგობას ადრინდელივით ძვალ–რბილში გამჯდარი აქვს ჩვენებური ერთობა.
So, friends, I am absolutely convinced that, as always, unity is in our flesh and bones, as always.
83082.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძველებური ძმა–ბიჭობა და დიდი ბრძოლით და მრავალი საქმით შეჭედილ შედუღებული ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გვიშველის და ხიფათს და დაშლას გადაგვარჩენს.
The old comradeship and our traditions have been forged and tempered by great struggles and many deeds which will in the future help us and rescue us from danger and disintegration.
83083.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ ასე, მეგობრებო, თუ კეთილი ცხოვრება და სამშვიდობოს გასვლა გინდათ, წინანდებურათ მომყევით და დამიჯერეთ.
So, friends, if you want a good life and a peaceful outcome, go on following and trusting me as bofore.
83084.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საცა მე, იქაც თქვენ!
Wherever I am, there you must be!
83085.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც მე, ისიც თქვენ!
What I do, so must you.
83086.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წაგვიძეხი და წაგვიყვანე!
Call on us and lead us on!
83087.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოგდევთ!.. გაუმარჯოს ჩვენს ბელადს და წინამძღოლს! – შეჰყვირეს შეგირდებმა და სარდალს ფიცით გაუმაგრეს გული.
"We’ll follow you … Long live our leader and commander", shouted the disciples: their vows and loyalty heartened their commander-in-chief.
83088.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბელადისგან დირექტივები მიიღეს, დაიმკლავეს და დასანგრევად წამოწეულ შენობას კვლავ გაათკეცებული ძალ–ღონით, ხვნეშით, ოფლითა და კვნესით დაეტაკნენ.
Then they received their leader’s orders, rolled up their sleeves and, making ten times as much effort, groaning, dribbling, sweating, and moaning, went back to attacking the building that had been marked out for destruction.
83089.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უკანასკნელ დროს კვაჭმა წითლების შტაბში სიარულს მოუხშირა.
Lately Kvachi had been visiting the Reds’ headquarters more often.
83090.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხან ისევ შესაწირავს მიუტანდა, ხან ჭიპუნტირაძის და ბეკარევისგან მოგროვილ ცნობებს მიაწოდებდა, ხან რჩევას მისცემდა და ხანაც მათს დავალებას შეასრულებდა.
Sometimes he brought donations, sometimes he passed on information he had from Chipuntiradze and Bekarev, sometimes he gave advice, and sometimes carried out missions for them.
83091.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სმოლნის ინსტიტუტი საარაკო წითელ სკასავით ფუსფუსებდა და უზარმაზარ ქვაბივით სდუღდა.
The Smolny Institute buzzed like a fabulous hive and boiled like a giant’s cauldron.
83092.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ის შენობა, სადაც აქამდე ზემოურები თავიანთ ქალებს ზრდიდნენ მეფისა და მამულის სადიდებლად და სასარგებლოდ, ეხლა გლეხურ–მუჟიკურ სასახლედ იყო გადაქცეული.
The building where hitherto the powersthat-be had educated countless girls for the glory and the benefit of the Tsar and the fatherland had now become a peasant palace.
83093.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ სასახლეს ადრინდელ ნელსასუნებელის მაგივრად ეხლა კუპრის, ოფლის, მწნილისა და ბორშჩის სუნი ასდიოდა.
Instead of the old perfumes and unguents, it now smelled of pitch, sweat, pickles, and borscht.
83094.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაკრიალებულ იატაკებს ჟანგისფერი დასდებოდათ, ხოლო კარები და კედლები უცნაურად ნახატი პლაკატებით, ცეცხლის ენით დაწერილი პროკლამაციებით და უშნოდ დაბღაჯნილი განცხადებანით აეჭრელებინათ.
The once sparkling clean floors were now rust-colored, and the doors and the walls were adorned with weirdly drawn placards, fierily composed proclamations, and clumsily scrawled announcements.
83095.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უთავბოლო შენობა და მისი ჰაერი გაჟღენთილი იყო ხალხის ამდუღებელი ლიტერატურით, დინამიტით, ყუმბარებით, აჭყლეტილი ცხვირებით, ჩექმებით და ქერა წვერ–ულვაშით.
The huge building and its air were saturated with literature meant to rouse the people, with dynamite, hand grenades, squashed noses, boots, and fair facial hair.
83096.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სუფთად და ევროპულად ჩაცმულ ადამიანს იმ სკაში ისე უხვდებოდნენ, როგორც საქურდავად შესულ თაგვს.
Anyone dressed in clean European clothes would have been treated in this hive as if he were a bear that had crept in.
83097.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიტომ კვაჭიც, როცა შტაბში შევიდოდა, ჭუჭყიან მაზარას ჩაიცვამდა, პირსახეს და ხელებს შეითხუპნიდა და ლაპარაკისა და მიხვრა–მოხვრის იერს ისე შეიცვლიდა, რომ იგი ყველას თხრილიდან ამოსული სალდათი ეგონა.
So when Kvachi went to the headquarters he put on a dirty greatcoat, made sure his face and hands were filthy, and changed his speech and gait so that he would be taken by everyone for a soldier who had just come from the trenches.
83098.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გამარჯვება, ამხანაგო! – რიხით მიახლიდა ხოლმე ივან ივანიჩს.
"Greetings, comrade", he would confidently address Ivan Ivanych.
83099.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როგორ არის ჩვენი საქმე?
How are things going for us?
83100.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცუდად, ძალიან ცუდად – უპასუხებდა ივან ივანიჩი.
"Badly, very badly", Ivan Ivanych would reply.