მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ მოვითხოვთ აგრეთვე მიწასა და თავისუფლებას! – ახურებდა კვაჭი ხალხს.
"We also demand land and freedom", said Kvachi, rousing the people.
83122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიწა გვინდა, მიწა! – აენთებოდნენ ხოლმე გლეხები.
"We want land, land", shouted the inflamed peasants.
83123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ იცოდეთ, ამხანაგებო, რომ ზავს, იაფ ცხოვრებას, თავისუფლებას და მიწასაც მხოლოდ ბრძოლით და საკუთარი ხელით მიიღებთ.
But you must know, comrades, that you will get peace, a low cost of living, freedom, and land only by struggling and by your own hands.
83124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებო! რევოლუცია საფრთხეშია.
Comrades, the revolution is in danger.
83125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იარაღით და სისხლით უნდა დავიცვათ.
We must defend it with weapons and blood.
83126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ გაუმარჯოს პროლეტარიატს და იმის მთავრობას – მუშათა, გლეხთა და სალდათების სოვეტებს!
Long live the proletariat and its government, the Soviet of workers, peasants, and soldiers.
83127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაუმარჯოს! – ჰქუხდა ხალხი.
"Long live the Soviets"! thundered the people.
83128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძირს დღევანდელი ბურჟუაზიული მთავრობა!
Down with today’s bourgeois government!
83129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძირს მოღალატენი, სპეკულანტები და ანტანტის ლაქიები!
Down with treason, profiteering, and the lackeys of the Entente.
83130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძირს! არ გვინდა!
Down with them! We don’t want them!
83131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს მუქარით და ცეცხლით სავსე რეზოლუცია კვაჭიმ ივან ივანიჩს წარმოუდგინა, ხოლო ასლი ერთ გერმანელს გაუგზავნა და მისგან სამადლობელი მიიღო.
The next day Kvachi presented Ivan Ivanych with a resolution that was full of threats, and fire: he had a copy sent to a German who expressed his thanks.
83132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან ივანიჩი ძალიან აფასებდა კვაჭს, რადგან ის პირნათლად ასრულებდა ნაკისრ საქმეს და იშვიათი ნიჭით ანთებდა და იტაცებდა ომით დატანჯულ ხალხს.
Ivan Ivanych had a high opinion of Kvachi, because he was conscientiously carrying out the tasks he had been given and had a rare talent for rousing, inflaming, and exciting a people who had suffered from a pointless war.
83133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარგა ხანია, რაც კვაჭმა ქაღალდის ფულის დაქვეითება შეამჩნია, ამიტომ დროზედ გასცა განკარგულება, რომ ამხანაგობას რუსული ქაღალდის ფული არ დაეგროვებინა.
Some time ago Kvachi had noticed that paper money was losing its value, so he quickly ordered his comrades not to pile up paper money.
83134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბირჟის აგენტი ხაინშტეინი კვაჭის ყოველდღიურ შემოსავალს ოქროზე ახურდავებდა.
The stockbroker Chainstein therefore converted Kvachi’s income every day into gold.
83135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როცა ოქტომბერი მოახლოვდა, კვაჭმა უბრძანა სედრაკას, რომ საზოგადოების ქონებაც და ოქროც თვალ მარგალიტად ექციათ.
As October approached, Kvachi told Sedrak to convert the Society’s property and gold into jewelry.
83136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს რამდენიმე დღეში იქნა შესრულებული.
This was done in a few days.
83137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ კვაჭი ელენეს სანახავად წავიდა.
One day Kvachi went to see Elena.
83138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შევიდა თუ არა, პირისპირ პავლოვს შეეფეთა, რომელიც გამოსვლას აპირებდა.
No sooner had he entered the room than he bumped into Pavlov, who was on his way out.
83139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აა, ნაპოლეონ აპოლონიჩ! სალამი!
Ah, Napoleon Apollonovich! Greetings.
83140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაოცებულმა კვაჭმა თავის დამღუპველი ჩაათვალიერა, უნებურად გაუწოდა ხელი.
Kvachi stared with astonishment at the man who’d tried to destroy him and then, willy-nilly, offered him his hand.