მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინ გამოგიშვათ საპყრობილიდან? - ჰკითხა კვაჭიმ პავლოვს.
"Who let you out of prison"? Kvachi asked Pavlov.
83142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რევოლუციამ გამომიშვა საპყრობილიდან, ჩემო მეგობარო.
The revolution let me out of prison, my friend.
83143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, ხომ ჰხედავთ, ევროპულად მაცვია, მაგრამ ისევ იქვე ვმუშაობ.
As you see, I’m in civilian clothes now, but I still work in the same job.
83144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
განა თებერვლის რევოლუციამ მხოლოდ ტანისამოსი გამოუცვალა ძველ რეჟიმს?
All the February revolution changed in the old regime was the clothes, am I right?
83145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძველ რეჟიმს და... შენც! – დაუმატა ელენემ.
"In the old regime and … in you, too", Elena added.
83146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კისერიც მოუტეხიათ თებერვალსაც და მარტსაც.
I don’t give a damn about February and March.
83147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემის ღრმა რწმენით ჩვენ ისევ ვილჰელმი გვიშველის, მხოლოდ მისი უნტერაფიცრები მოგვიტანენ მშვიდობას, პურს და კანონს – სთქვა პავლოვმა.
"I’m utterly convinced that Wilhelm will help us again, and his NCOs will bring us peace, bread, and rule of law", said Pavlov.
83148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ისევ ვილჰელმის კანონი, პური და მონობა სჯობია დღევანდელ უკანონობას და შიმშილს! – ისევ ჩაერია ელენე.
"But Wilhelm’s laws, bread, and slavery are better than today’s lawlessness and famine", Elena intervened.
83149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ვილჰელმი ვერ მოვიდა? – ჰკითხა კვაჭმა.
"Supposing Wilhelm doesn’t come"? asked Kvachi.
83150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშინ ისევ ბოლშევიკები გვირჩევნიან – უპასუხა ელენემ
"In that case we prefer the Bolsheviks", said Elena
83151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართლა, არ იცით, სად არიან იდელსონები? – ჰკითხა კვაჭმა პავლოვს.
"Do you really not know where the Idelsohns are"? Kvachi asked Pavlov.
83152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენი გაქცევის გამო მათი ჩამოხჩობა მეორე დღისთვის გადავდეთ.
Because of your escape, their execution was put off for a day.
83153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამან უშველა ორივეს, რადგან იმავ დღეს რუსეთი გადატრიალდა.
It helped them both, because that day Russia had its revolution.
83154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა ორივენი ისევ პეტრე–პავლეს ციხეში სხედან.
Now they’re both back in Peter and Paul’s fortress.
83155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როგორც ვატყობ, გადატრიალებამ არც თქვენ დაგაზარალათ – კვლავ უკბინა პავლოვს კვაჭმა.
"But the revolution didn’t do you any harm either, I see", said Kvachi, teasing Pavlov.
83156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე არ დამაზარალა, თქვენ კი აგაშენათ.
It did me no harm, and it made you important.
83157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ ალბათ გგონიათ, ვითომ მე მეძინოს.
You must think that I’ve been asleep.
83158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენი ცხოვრებისა ყველაფერი ვიცი.
I know everything about your life.
83159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, მაგალითად... – და მისი ბოლო ხნის ცხოვრება ხელის გულზე გადაუშალა.
For example … And he then gave a detailed account of his life in recent times.
83160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენს ცნობებს არც ვადასტურებ არც უარვყოფ.
I neither confirm nor deny your information.