მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე მხოლოდ ეს მინდა გავიგო: თუ ეგ ცნობები მართალია, რატომ არ დამაპატიმრებთ?
All I want to know is, if the information is correct, why you don’t arrest me?
83162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმიტომ რომ... მიზეზი თქვენთვისაც ცხადი უნდა იყოს.
Because… it must be obvious to you why.
83163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინ დააფასებს ჩემს ერთგულებას?
Who’d value my loyalty?
83164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რუსეთს პატრონი აღარა ჰყავს, ამიტომ მადლობასაც არავინ მეტყვის.
Russia has nobody in charge, so nobody will give me any thanks.
83165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ტყუილად რად დაგაპატიმროთ, ეს მე არაფერს მომიტანს?
Why should I arrest you when it does me no good?
83166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინ იცის, სად შევხვდებით და როგორ გამოვადგებით ერთმანეთს!
Who knows where we’ll meet again, and what we’ll mean to each other.
83167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭკვიანი კაცი ყოველთვის ჭკვიანად მოიქცევა.
Clever men always make clever choices.
83168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუმცა ჩემი დაჭერვისათვის დასახჩობი ბრძანდებით, მაგრამ დღევანდელ სიკეთეს მაინც გადაგიხდით ოდესმე.
You deserve to be hanged for arresting me, but I’ll repay you some day for your kindness today.
83169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შეგიძლიათ დღესვე გადამიხადოთ.
You can repay me today.
83170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ ყოველ დღე სმოლნის ინსტიტუტში დადიხართ და ივანოვის ხელმძღვანელობით მუშაობთ.
You go every day to the Smolny Institute and you work for Ivanov.
83171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გადაეცით მას, რომ ამაღამ თორმეტი ბოლშევიკი უნდა დავაპატიმრო.
Tell him that tonight I intend to arrest twelve Bolsheviks.
83172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველას საიდუმლო ბინები აქვთ, მაგრამ მათი ახალი ბინების სია ჯიბეში მაქვს.
They all have secret apartments, but I’ve got the list of their new addresses in my pocket.
83173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლავე ჩაიწერეთ ეს სია.
You can write down the list now.
83174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ თქვენ ეს თხოვნა შემისრულეთ და ივანოვს ორიოდე სიტყვა უთხარით ჩემზე, ჩემი ვალი უკვე მოშორებული გექნებათ.
If you do as I ask and say a few words to Ivanov about me, your debt to me will be paid off.
83175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს არის ეხლა ბეკარევი უნდა გამეგზავნა, მაგრამ რაკი თქვენ შემხვდით...
I was going to send Bekarev, but since I’ve met you…
83176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბეკარევთან ეხლაც კავშირი გაქვთ?
You’re in touch with Bekarev even now?
83177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა... არავითარი... ათასში ერთხელ შემხვდება ხოლმე...
No, not really… we meet very occasionally…
83178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანოვისთვის შემდეგშიც მექნება ზოგი ცნობა.
I’ll have some information for Ivanov later.
83179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიტომ კარგს იზამთ, თუ იმ კაცს საიდუმლოდ შემახვედრებთ.
So you’d do well to get this man to meet me in secret.
83180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა სია ჩაიწერა, პავლოვს გამოეთხოვა და გულში სთქვა: „ივანოვს ვერ შეგახვედრებ“.
Kvachi wrote down the list, took his leave of Pavlov and told himself: “I shan’t send Ivanov to see you".