მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ ჩქარობ წასვლას, ტანია ხუთ წუთში აქ იქნება.
No need to go away in such a hurry, Tania will be here in five minutes.
83202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა საათს დაჰხედა – აჰ, ძალიან დამიგვიანდა.
Kvachi looked at his watch: "Oh no, I’m terribly late".
83203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მშვიდობით, ჩემო კარგო.
Goodbye, my dear.
83204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართლა, ერთი რჩევა უნდა მოგცეთ.
Actually, there’s a piece of advice I ought to give you.
83205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც გაქვს, ყოლიფერი გაყიდე, თვარა... დღეს თუ ხვალ კარზე მოგიკაკუნებენ და ყოლიფერი დაგეკარგება.
Sell everything you have, otherwise … any day now there’ll be a knock at the door and you’ll lose the lot.
83206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდი ხანია გავყიდე და დავხარჯე კიდეც.
I sold it all ages ago and spent the money, too.
83207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ტანიაც ასე მოიქცა.
Tania did the same.
83208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან კარგი გიქნიათ.
You did the right thing.
83209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ მშვიდობით, ჩემო ძვირფასო.
So, goodbye, my dear.
83210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი კიბეზე ისე ჩამორბოდა, თითქოს ვიღაცას გაურბოდაო.
Kvachi ran down the stairs as if he was escaping from somebody.
83211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ქუჩაში რომ გავიდა, შორიდანვე ტანიას ეტლს მოჰკრა თვალი.
Once he was in the street he caught sight of Tania’s carriage in the distance.
83212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი მაღაზიაში შევარდა და იქიდან გამოიხედა.
He darted into a shop and watched from inside.
83213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორმა შავმა ცხენმა მისი ლანდო გააქროლეს.
Two chestnut horses were speeding her landau along.
83214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ტანია შავებში იყო.
Tania was dressed in black.
83215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბერებულიყო, უარესად დანაოჭებულიყო.
She’d aged, and looked even more withered.
83216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭს ერთი წუთით ჭრელმა წარსულმა გაჰკრა, მაგრამ უმალ დაიკეტა მეხსიერების კარები.
For a minute Kvachi had a flashback to their colorful past, but the doors of memory slammed shut.
83217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეტლს დაუძახა და ნახევარ საათში წითელთა შტაბს მიადგა.
He called a cab and in half an hour was at the Reds’ HQ.
83218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გამარჯვება, ამხანაგო! – მიახალა ივან ივანიჩს.
"Greetings, comrades", he called to Ivan Ivanych.
83219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდი საიდუმლო საქმე მაქვს თქვენთან.
I’ve got something very secret to discuss with you.
83220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცხო აქ არავინ არის?
There’s nobody unknown?