მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი, მაშ მომისმინეთ.
Fine, then listen.
83222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი სია, ამაღამ ამ ხალხს დააპატიმრებენ... არა გჯერათ?
Here’s a list, these people will be arrested tonight… Don’t you believe me?
83223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გეუბნებით, მათი საიდუმლო ბინებიც იციან–მეთქი...
I tell you, their secret addresses have been discovered…
83224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საიდან ვიცი? მაგას კი ვერ გეტყვით.
How do I know? I can’t tell you that.
83225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭის ნათქვამი გამართლდა.
Kvachi's words came true.
83226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ ღამეს პავლოვმა ოციოდე ბინა გადაატრიალა, მაგრამ ვერც ერთი დასაჭერი ვერ დაიჭირა.
That night Pavlov raided two dozen apartments, but failed to arrest a single person on his list.
83227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღიდან კვაჭის სახელმა და ნდობამ წითლების თვალში ათჯერ მაინც იმატა.
The next morning Kvachi’s reputation and trustworthiness had risen ten times in the eyes of the Reds.
83228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოქტომბერი რომ მოახლოვდა კვაჭმა სილიბისტროს უთხრა: – ძალიან მალე ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდება, რომე აქიდან ეშმაკიც ვეღარ გავა.
As October approached, Kvachi told Silibistro: "Very soon such hell will break out here that even the devil won’t be able to escape".
83229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიტომ გირჩევ ხვალვე საქართველოში გადასახლდე.
So I advise you: move to Georgia tomorrow.
83230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი დასთანხმდნენ პუპის გარდა, რომელსაც არ უნდოდა ვაჟიშვილის მოშორება.
Everyone agreed, except Pupi, who didn’t want to part from her son.
83231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ, ბოლოს ისიც დაემორჩილა კვაჭს, რომელმაც სამი დღის შემდეგ თავისი მშობლები მატარებელში ჩასვა და სამშობლოსკენ გამოისტუმრა.
Finally, however, she too gave in to Kvachi, and three days later he put his parents on a train and saw them off to their motherland.
83232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო ერთი ქერა გოლიათი ივანი.
Once upon a time, and what could be better, there was a fair-haired giant called Ivan.
83233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანის მამა იყო სკვითი, დედა კი– მონღოლლი.
Ivan’s mother was a Scythian, and his mother was a Mongol.
83234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სკვითი თვალუწვდენ სტეპში სცხოვრობდა, მონღოლლი – უზღურბლო ტაიგაში, ბაიკალისა და გინდუყუშის მიდამოებში.
The Scythian lived in the boundless steppe, the Mongol in the unending taiga, around Lake Baikal and the Hindu Kush.
83235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვოლგის ნაპირებზე შეჰხვდნენ ერთმანეთს და შეებნენ.
They met and became one on the banks of the Volga.
83236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მონღოლლამ დასძლია სკვითი და შეირთო.
The Mongol overcame the Scythian and they married.
83237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ დღიდან მათი სამფლობელო ისე გაიჭიმა, რომ თვითონაც არ იცოდნენ მისი დასაწყისი და დასასრული.
From then on their realm expanded so that they themselves did not know where it began and where it ended.
83238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სკვითი ახოვანი დევი იყო: პირთეთრი, ქერა, ჭორფლიანი, ბანჯღვლიანი, ცისთვალა და ცხვირღილა.
The Scythian was a big monster, white-faced, blonde, freckled, hairy, blue-eyed, and pug-nosed.
83239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი რაში ჰყავდა სკვითს: ორი კამეჩის ოდენა, დინჯი და მძიმე.
The Scythian had a steed the size of two buffalos, stern and heavy.
83240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხშირი ფაფარი ცხენს მუხლამდე სწვდებოდა და ძუას მიწაზე დაათრევდა.
The horse’s thick mane came down to its knees, and its tail swept the ground.