მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საგრძნობლად გამოიცვალა პეტრე: გრძელი ქურქის და ხალათის მაგივრად ვიწრო შალვარი, მაღალყელიანი ჩექმები და კუდმოკვეცილი მოსაცმელი ჩაეცვა.
Peter had changed remarkably: instead of a long coat and gown he wore narrow trousers, high boots, and a short-tailed jacket.
83262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავზე დაგრაგნილი და აკეცილ– ჩაკეცილი მაუდი დაედო, ბოიარული მამა– პაპური წვერი მოეპარსნა და თმაზე მეტად გრძელი და დაკულულებული სხვისი თმა – „პარიკი“ ჩამოეცო.
His head was covered with a bent and folded piece of broadcloth; he’d shaven off his forefather’s lordly beard and put on a very long, curly piece—a wig—of somebody else’s hair.
83263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი ასეთ სირცხვილს როგორმე მოინელებდა, მაგრამ...
Ivan could have borne this much shame, but …
83264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ევროპა მქვიან – განაცხადა პეტრემ და მოითხოვა, რომ ივანსაც ივანობა დაევიწყნა და ევროპა დაერქვა.
"I’m called Europe", Peter announced and demanded that Ivan, too, should renounce himself and also call himself Europe.
83265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა ბანჯგვლიანი თავი გაიქნია და მოკლედ მოუჭრა: – არა. – არა კი არა, ჰო! – შეუტია პეტრემ.
Ivan shook his hairy head and brusquely retorted: "No", "No’s no good: yes"! Peter counter-attacked.
83266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეცნენ ერთმანეთს.
They attacked each other.
83267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი პეტრეზე ღონიერი იყო, მაგრამ პეტრეს ზღვის გადაღმა რაღაც ეშმაკური ფანდები ესწავლნა.
Ivan was stronger than Peter, but Peter had learnt some devilish tricks when he was overseas.
83268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამ ხრიკებით და ხერხით პეტრემ ივანი უმალ ქვეშ ამოიდო და შეჰკრა.
These tricks and devices helped Peter to throw Ivan to the ground and tie him up.
83269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე მაკრატელი მოიტანა და ივანს გრძელი წვერი მოსჭრა.
Then he produced a razor and cut off Ivan’s long beard.
83270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ესეც არ იკმარა.
That, however, didn’t satisfy him.
83271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანს თავისებური ტანისამოსი ჩააცვა და უთხრა: – ამიერიდან შენც ევროპა გქვიან.
He made Ivan wear peculiar clothes and told him: "From now on you’re called Europe, too".
83272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი, აგრე იყოს – უპასუხა ივანმა და პეტრეს დაემორჩილა, გულში კი სირცხვილის შხამი და შურისძიების გესლი დაიგუბა.
"Fine, so be it", replied Ivan, giving in to Peter, but his heart filled with the poison of shame and the venom of vengeance.
83273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კიდევ გავიდა ორასი წელიწადი.
Two hundred more years passed.
83274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრეს უცნაურობას საზღვარი აღარ ჰქონდა.
Peter’s oddities knew no limits.
83275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დასავლეთიდან თავისებური მასხარა კუდაბზიკები მოიყვანა, კიდევ ახალ–ახლები დაიბარა, თავისი მამის სკვითის მიერ მაგრად ჩაკეტილი კარებები გააღო და სკვითეთი შარაგზად გადააქცია.
He brought all sort of odd clowns and idlers in from the west, kept on hiring new ones, opened the doors that his father the Scythian had kept tightly locked, and turned the Scythians’ tracks into roads.
83276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა არ მოიგონეს, რა არ გადააკეთეს, რა არ შემოიღეს პეტრემ და იმისმა კუდიანებმა!
The things Peter and his sorcerers invented and transformed and adopted!
83277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წყლებზე ნავები და გემები ჩაუშვეს, ჯარსაც თავისებურად ჩააცვეს და ახალი იარაღი მისცეს.
They launched ships and boats, dressed their armies in strange uniforms, and gave them new weapons.
83278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ახალი წელიწადი პირველ სექტემბრიდან პირველ იანვარზე გადიტანეს, მეზობლებს ომი აუტეხეს, შავსა, კასპიისა და ბალტიის ზღვებზე ფეხი მოიკიდეს, ახალ–ახალი ქალაქები გააშენეს, დედაქალაქი მოსკოვიდან ბალტიის ჭაობში გადაიტანეს.
They moved New Year’s day from 1 September to 1 January, made war on their neighbors, set foot on the Black, Caspian, and Baltic Seas, founded new cities, moved the capital from Moscow to a Baltic swamp.
83279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სკვითეთის დუნე ცხოვრება ყირამალა გადაატრიალეს და იმდენი ახალი წესები და სახელები შემოიღეს, რომ ივანმა ორას წელიწადშიც ვერ დაიხსომა ჩიქორთული სინოდი და სენატი, რეგლამენტი და ტაბელი, ბურმისტრი და რატუშა, მაგისტრატი და აკადემია.
They turned the Scythians’ slack life upside down, and adopted so many new customs and names that two hundred years were not enough for Ivan to remember them: a nonsensical Synod and Senate, regulations and Tables of Ranks, mayors and town halls, magistrates and an academy.
83280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა ათას ახალ სიტყვიდან ადვილად მხოლოდ რამდენიმე ახალი სიტყვა დაიხსომა და შეიგნო: შპიცრუტენი, პოლიცია, ჟანდარმი, გენერალი, უსტავი და კატორღა, „პროკურორი“, „მარში“, „კარაული“, „პროტოკოლი“ და ასიოდე ამისთანა ხამუში მცნება, რომლის ხსენება ივანს ჟრუანტელს ჰგვრიდა.
Of a thousand new words Ivan could manage to remember and understand only a few: flogging-canes, police, gendarme, general, regulations, hard labor, prosecutor, march, guard, statement, and a hundred of other similar awkward concepts which made Ivan’s skin creep when they were mentioned.