მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ ყველაზე საშინელი და საზარელი ის იყო, რომ პეტრემ დასავლეთიდან სხვა ეშმაკეულის გარდა ბოლი და ოქროც მოიტანა.
But the most fearful and terrible things that Peter had brought from the west, among other devilish things, were smoke and gold.
83282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დახსნეს ქარხნები, გაიყვანეს რკინისგზები, დააარსეს ბანკები, შემოიღეს ორმაგი ბუხჰალტერია და გაუგებარის ნისლით და მყრალის ბოლით გაჟღინთეს და დააბნელეს ქვეყანა და ივანის თავი.
He’d started up factories, laid railways, founded banks, adopted double-entry bookkeeping, and saturated and darkened the country and Ivan’s head with a fog of nonsense and with stinking fumes.
83283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაბრუებულ ივანს ბოლის სუნიც მოსწონდა, ბუხჰალტერიის ნისლიც, ოქროსაც შეჰხაროდა, ბანკიდანაც გამოჰქონდა ფული, ჩაქუჩსაც ხელმარჯვედ ხმარობდა და რკინის ეშმაკსაც ხალისით მოაჯდებოდა ხოლმე.
Confused, Ivan rather like the smell of the smoke, and the fog of bookkeeping; he was pleased by the gold, and got money from the banks, he became good at wielding hammers and rode the iron devil with joy.
83284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მისი ნაოფლარი რაღაც იდუმალებით და გაუგებარ ეშმაკობით პეტრესი და დასავლელ ჯადოქრების ჯიბეში გადადიოდა.
The fruits of his sweat by some mysterious and incomprehensible sorcery ended up in the pockets of Peter and the western sorcerers.
83285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორასი წელიწადი იფიქრა ივანმა და ორასი წელიწადი ეძება ის მილები და ხვრელები, სადაც მისი ოფლი ინთქმებოდა და იღუპებოდა.
Ivan thought for two hundred years, seeking the tubes and cracks through which his sweat was swallowed up and lost.
83286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს, როგორც იყო, მიჰკვლია და მიაგნო: ბანკი, კაპიტალი, ბურჟუაზია!
Finally he found out and realized: banks, capital, bourgeoisie!
83287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიაგნო და მიიხედ– მოიხედა და იმ დღიდან ივანმა წინანდელ „მარშ“– ის, „პროკურორ“– ის, „პროტოკოლ“– ის, „ჟანდარმ“– ის და „პოლიცია“– ს გარდა ახალი დასავლური მეცნიერება და სიტყვებიც ისწავლა: „პროლეტარი“, „კაპიტალი“, „დიქტატურა“, „ბანკი“, „ფინანსები“, „კლასი“, „ექსპლოატაცია“, „ბურჟუაზია“ და „პაუპერიზაცია“.
Once he’d understood and had a good look round, Ivan learnt, apart from "march", "prosecutor", "statement", "gendarme" and "police", the words "proletariat", "capital", "dictatorship", "bank", "finances", "class", "exploitation", "bourgeoisie" and "pauperization".
83288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მას აქეთ ივანი ხელსაყრელ გარემოებას უცდიდა.
From then on Ivan waited for the right circumstances.
83289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბევრი უცადა თუ ცოტა, ეს დროც მოვიდა.
However long the wait, the time finally came.
83290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ პეტრემ და იმის კუდაბზიკა მეგობრებმა ივანს დაუძახეს.
Once Peter and his good-for-nothing friends summoned Ivan.
83291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან! ქვეყანას, კაცობრიობას და ცივილიზაციას საშინელი ხიფათი მოელის.
Ivan, the country, humanity, and civilization are in terrible danger.
83292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გუნნებს შენი დამონება და გაძარცვა უნდათ.
The Huns want to make slaves of you and fleece you.
83293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ეცი იმ ველურებს!
So, go and attack those savages.
83294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეფისა და სამშობლოსთვის! გასწი!
For the Tsar and the fatherland! Off you go!
83295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თოფი მისცეს და წინ გაიგდეს.
They gave him a rifle and pushed him on.
83296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოთხი წელიწადი ალაჯებდა ივანი ზღვით ზღვამდის, ქედით ქედამდის, მდინარით მდინარემდის.
For four years Ivan trudged from sea to sea, from mountain ridge to mountain ridge, from river to river.
83297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზოგჯერ ერთ კვირას არაფერს სჭამდა, ზოგჯერ შუა ზამთარში წელამდის თოვლში იდგა, ზეგჯერ ტალახიდან ერთ თვესაც ვერ ამოდიოდა.
Sometimes he went for a week without eating, sometimes in mid-winter he was up to his waist in snow, sometimes he was stuck in mud for a month.
83298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მგელივით დაძუნძულებდა ივანი და დათვივით იბრძოდა, ხოლო უკნიდან პეტრესი და კუდაბზიკების ბრძანება ესმოდა.
Ivan prowled like a wolf and fought like a bear, while Peter and the good-for-nothings gave him orders from the rear.
83299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ესროლე! ივანიც ისროდა.
"Fire"! And Ivan fired.
83300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მისი ძმები დღეში ათასობით იხოცებოდნენ.
Thousands of his brothers were being slaughtered every day.