მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიწას რომ ფეხს დაჰკრავდა, ბოლს და მტვერს აადენდა, მუშტის ოდენა ქვებს გაჰფანტავდა და კვალად ორმოებს დასტოვებდა.
When its foot struck the earth it raised dust and smoke, scattered fist-sized stones, and left potholes behind it.
83242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სკვითი რომ იმ რაშს მოაჯდებოდა, ზურგს ჩაუზნექდა და მუხლს აუკანკალებდა.
When the Scythian rode this horse, he bent its back and made its knees tremble.
83243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მონღოლლა სკვითზე პატარა იყო: მრგვალთავა, შავგვრემანი, გრუზა, მოყვითალო, ჯაგრის თმიანი, ცანცარა წვერით, ამოყრილ– განიერ საფეთქლებით, განივრად გაჭრილ ჭროღა თვალებით, ჩაჭყლეტილის ცხვირით და დიდის ნესტოებით.
The Mongol was smaller than the Scythian: round-headed, black-haired, swarthy, a little yellow, with bristly hair, a bobbing chin, widely separated temples, broadly slit gray eyes, a squashed nose, and flared nostrils.
83244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხენიც თავისებურად პატარა, გამძლე და მარდი ჰყავდა.
His horse was peculiarly small, powerful, and quick.
83245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორივენი ბოგანოები იყვნენ.
They were both wanderers.
83246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთ ალაგზე ვერ ისვენებდნენ, ფეხს ვერ იკიდებდნენ და მუდმივ ბუდეს ვერ იშენებდნენ.
They were unable to stay in one place for long, unable to settle or make a permanent home.
83247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახევარ სიცოცხლეს ქეჩით დახურულ განიერ ურემში ატარებდნენ, ხოლო მეორე ნახევარს ცხენზე ჰლევდნენ.
They spent half their life in a big cart roofed with felt; the other half was spent on horseback.
83248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხანგამოშვებით ბანჯღვლიანი სკვითი უბედო ცხენს მოაჯდებო და, მხრებზე შვილდ– ისარს და ცხენის თავის ქალას მოიგდებდა, ფაფარს ხელს მოავლებდა და უთავბოლო სტეპში გრიგალივით დაჰქროდა.
Every now and again the hairy Scythian mounted his unfortunate horse, flung his bow and arrows over his shoulder, struck his horse’s head, ran his hand through its mane, and flew off like the wind through the endless steppe.
83249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხან სარმატელებს მიუვარდებოდა, ხან აგათიროსებს მიუხტებოდა, ხან ნევრებსა და ანდროფაგებს დაეცემოდა, ხან ბუდინებსა და გელონებს აიკლებდა და ხანაც სავრომატებს დაეტაკებოდა.
Sometimes he attacked the Sarmatians, sometimes the Agorites, sometimes the Nevrians or the Anthropophages, or the Budins and Gelons, or even the Savromats.
83250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მისი რაში ხან ბორისთენის წყალს სვამდა, ხან გიპანიდისა და ხან კიდევ ტინასისას.
His steed sometimes drank the waters of the Boristhene, sometimes of the Hipanides and even of the Tichas.
83251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ მან მღვრიე მტკვარიც გადალახა და კლდოვანი არეზი გადასჭრა.
Once it even crossed the turbulent Mtkvari, then the rocky Araxes.
83252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო სპარსელთა და ასურელთა ქალებმა ნახეს თავიანთი შავწვერა ქმრები დაბმულნი და იგემეს ქერა ულვაშები, თეთრი მკლავები და სიცხე სამხრეთში გალხობილ ჩრდილო ყინულისა.
Then the Persians’ and the Assyrians’ women saw their black-bearded husbands confounded and had a taste of blonde moustaches and white arms, and the heat of the south was cooled in the northern ice.
83253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზოგჯერ ომის კერპს კაცის შესაწირავს შესწირავდა, დიდ მდინარეებს აჰყვებოდა, მათს შესართავს ეძებდა და მუდმივ ზღვებისკენ მიიწევდა.
Sometimes he made human sacrifices to his god of war, or followed the great rivers, seeking their sources, or headed for the eternal oceans.
83254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ასე იცხოვრეს სკვითმა და მონღოლლმა ათასი წელიწადი.
The Scythian and the Mongol lived like this for a thousand years.
83255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს,მონღოლლი ქალბატონი დაბერდა და მოტყდა.
Finally the Mongolian lady grew old and broke down.
83256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორი შვილი ჰყავდათ სკვითს და მონღოლლს: უმფროსს ერქვა ივანი, უნცროსს – პეტრე.
The Scythian and the Mongol had two children: the elder was called Ivan, the younger Peter.
83257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯერ ძმები ძმურად სცხოვრობდნენ, მერე უნცროსი უფროსს აუხირდა.
The brothers lived together fraternally at first, but then the younger began to defy the elder.
83258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ პეტრემ რკინის ქალამნები ჩაიცვა, რკინის ქუდი დაიხურა, ხელში რკინის ჯოხი აიღო და დასავლეთისკენ წავიდა.
Once Peter put on iron sandals and an iron hat, picked up an iron stick, and went off west.
83259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხრა თვე, ცხრა კვირა და ცხრა დღე იარა პეტრემ, ცხრა ქედი გადალახა, ცხრა ზღვა გადასჭრა და ცხრა წლის შემდეგ დაბრუნდა.
He walked for nine months, nine weeks, and nine days, crossed nine mountain chains, nine seas, and after nine years returned.
83260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბრუნდა და სთქვა: – ამას იქით მე ევროპა მქვიან.
When he got back, he said: "From now on I’m called Europe".