მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიდი! დაჰკა! ჩვენთან არს ღმერთი! – კვლავ ესმოდა ივანს.
"Go on! Attack! God is with us"! Ivan heard once more.
83302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი კვლავ იბრძოდა და თავისთვის ბურტყუნებდა: „კისერიც მოგიტეხნიათ თქვენც და თქვენს ღმერთსაც, მე დავიღალე“.
Ivan went on fighting, muttering to himself: "Go to hell, you and your God I am tired".
83303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხელი ხმალსა, სული ღმერთსა! – კვლავ ჰკიოდნენ პეტრე და მისი მეგობრები.
"Hands on swords, souls on God", Peter and his friends shouted yet again.
83304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი ძლივსღა იდგა ფეხზე.
Ivan could barely stay standing.
83305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხმალს უნდილად იქნევდა და კვლავ ბურტყუნებდა: „თქვენს სულს რატომ არ გაიმეტებთ, მე კი დავიღალე“.
He waved his sword perfunctorily, again muttering: "Why don’t you risk your own life? I’m too tired".
83306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიდი! ასჩეხე! დაჰკა! – კვლავ გაიძახიან პეტრე და მისი მოკავშირენი.
"Go on! Hack them down! Attack"! Peter and his allies call out again.
83307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი შესდგა: მან ზღვა სისხლი დაჰღვარა, მაგრამ ბრძოლის აზრი მაინც ვერ გაიგო.
Ivan stopped, he had shed a sea of blood, but still couldn’t see the point of the struggle.
83308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს სიტყვები – კულტურა, ღმერთი, მეფე და სამშობლო – არც იმის გულს სწვდებოდა და არც გონებას ეკიდებოდა.
The words "culture", "God", "Tsar" and "fatherland" did not appeal to his heart or stick in his mind.
83309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს, ივანს სისხლში ცურაობაც მოსწყინდა, თოფის სროლაც, ხმლის ქნევაც, ურას ძახილიც, სიმშილიც, სიცივეც და მუდმივი ჭექა– ქუხილიც.
Finally Ivan was fed up swimming through blood, firing his rifle, waving his sword about, shouting "Hurrah!", suffering hunger, cold, and non-stop thunder and roaring.
83310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ ივანს ამბავი მოუვიდა: მეფე ტახტიდან ჩამოაგდესო.
One day he heard the news: the Tsar has been dethroned.
83311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი ჯერ რყევაში იყო.
Ivan was at first in shock.
83312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარგად არ ესმოდა, კარგი იყო თუ ავი მეფის ჩამოგდება.
He couldn’t work out whether dethroning the Tsar was good or bad.
83313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
„ალბათ კარგია,– გაიფიქრა, – რადგან ყველას უხარიან“, – და თვითონაც გაიხარა.
"I expect it’s a good thing", he thought, "because everybody’s pleased" - so he himself rejoiced.
83314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხმალი ქარქაშში ჩააგო, თოფი ზურგზე მოიგდო, მობრუნდა და სთქვა: – ომი აღარ მინდა, გავათავე.
He put his sword in its scabbard, his rifle across his back, turned home and said: "I don’t want to make war any more, I’ve had it".
83315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრე და იმისი მეგობრები გაოცდნენ და შეშინდნენ: – ივან, დაიღუპები!
Peter and his friends were astonished and afraid: Ivan, you will perish!
83316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არ დავიღუპები, თუ გინდათ, ეხლა თქვენ იბრძოლეთ.
I shan’t perish, if you want to, you can fight on now.
83317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, გუნები დაგიმონებენ, ყმად გაგიხდიან!
Ivan, they will make slaves of you, they’ll turn you into a serf.
83318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვერ მომეკარებიან! – დინჯად მოუჭრა ივანმა.
"They can’t touch me", Ivan retorted gravely.
83319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, გაიხსენე ქვეყნის კულტურა და ღმერთი!
Ivan, remember your country’s culture and God.
83320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ფეხებზე მკიდია თქვენი კულტურა.
I don’t give a toss about your culture.