მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ჩემი კულტურა მაქვს.
I have my own culture.
83322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, თავისუფლება? – მე დღეიდან ვარ თავისუფალი.
Ivan, how about freedom? I’m free from today on.
83323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სამშობლო? – მე ჩემი მუშურ– გლეხური სამშობლო მაქვს.
Fatherland? I have my peasants’ and workers’ fatherland.
83324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმას ხიფათი არ მოელის, სანამ მე აქა ვარ.
It’s in no danger as long as I’m around.
83325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, კონსტანტინოპოლი? იმაზე ლამაზი და მდიდარი ქალაქი ქვეყანაზე არ არის.
Ivan, how about Constantinople? There’s no finer or richer city on earth.
83326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ღმერთმა შეარგოს, ვისაც ეკუთვნის.
God protect whoever it belongs to.
83327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არც კი ვიცი, სად არის ეგ ქალაქი და სახელიც ვერ დამიხსომებია.
I don’t even know where the city is, and I can’t remember what it’s called.
83328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, გაიხსენე შენი ძმები – ჩეხები, უგრო–რუსები, რუსინები, სლოვაკები და პოლონელები.
Ivan, remember your brothers, the Czechs, Hungarians, Ruthenians, Slovaks, and Poles.
83329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არც ეგ სახელები ნიშნავს ჩემთვის რამეს.
Those names mean nothing to me.
83330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე მაგისთანა ძმები არა მყავს.
I don’t have brothers like that.
83331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პოლონელს კი ვიცნობ.
I do know the Poles.
83332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრემ ჩემი ხელით დაიმონა ეგ ხალხი.
Peter enslaved them, using me to do it.
83333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა კი ღმერთმა მშვიდობა მისცეს, ადგეს და თვითონვე მოუაროს თავის თავს.
Now God has given them peace, they can go and look after themselves.
83334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გუნები? ივან, გუნები? ესენი ხომ შენი მოსისხლე მტრები არიან!
The Huns? Ivan, the Huns? They are your mortal enemies!
83335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეგეც ტყუილია, გუნები ტამბოვში არც მოსულან და ვერც მოვლენ.
That’s a lie too, the Huns never came to Tambov and they won’t, either.
83336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, ჩვენ აღთქმა დავდეთ, რომ სიკვდილამდის ერთად ვიბრძოლებთ.
Ivan, we gave an oath that together we’d fight to the death.
83337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემ სიკვდილამდის? მე სიკვდილი არ მინდა.
To my death, you mean? I don’t want to die.
83338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა მივეცით.
We gave each other our word of honor.
83339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ ისევ თქვენ დაიხოცეთ თავები, მე კი ადრევე ვსთქვი, რომ თქვენს პატიოსან სიტყვას გროშის ფასიც არ ექნება მეთქი, რადგან მე არავინ არაფერი მკითხა.
Then you can go and kill each other; I told you before your word of honor isn’t worth a penny to me, because nobody asked me anything.
83340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან! – აღარ მინდა მეთქი ომი, ვსთქვი და გავათავე!
Ivan! I said I don’t want to make war, that’s all.