მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, სად მიხვალ? – შინისკენ.
Ivan, where are you going? Home.
83342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცოტაოდენი მიწა უნდა ჩამოვართვა ბატონებს.
I need to take a bit of land off the masters.
83343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არც ქარხნები და ბანკები გვაწყენს.
The factories and banks don’t bother us.
83344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრე და მისი მეგობრები ივანს წინ გადაეღობნენ: – ივან, მოიცა!
Peter and his friends blocked Ivan’s path: "Ivan, wait"!
83345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცოტა ხანი მაინც მოიცადე, სანამ მოვიფიქრებთ და მოვისაზრებთ.
Hang on for a little bit, until we’ve thought of something and worked things out.
83346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მტერს კარებს ნუ გაუხსნი.
Don’t open the doors to the enemy.
83347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი, მოვიცდი.
All right, I’ll wait.
83348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე დიდი მოთმინება მაქვს, მაგრამ ეხლავე გეუბნებით, რომ ჩემი მოთმინებაც ილევა.
I have a lot of patience, but I tell you now that it’s running out.
83349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ცოტა ხანში მშვიდობა არ ჩამოაგდეთ და ცოტაოდენი მიწაც არ მომიჭერით, მე თვითონ მოვუვლი ჩემს თავს.
If you don’t make peace very shortly and if you don’t allot me a little bit of land, I’ll deal with it myself.
83350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, დააჩქარეთ, გავიდა ხანი.
So, get a move on! Time passed.
83351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არც ზავი მოსჩანდა, არც მიწა და არც დასვენება.
There was no sign of peace, of land, or of a break.
83352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრე და მისი მეგობრები წინანდელივით გაიძახოდნენ: – აბა, ივან, შეუტიე!...
Peter and his friends went on calling as before: "Hey, Ivan, attack"!
83353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ერთი კიდევ დაჰკარი!
Go on, attack once more!
83354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეცი! მიდი! ესროლე!
Go for them! Go on! Fire!
83355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა ერთხელ–ორჯერ კიდევ გაისროლა და ხმალიც ოდნავ გაასავსავა.
Ivan fired a couple of more rounds and just waggled his sword.
83356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სამაგიეროდ გუნნებმა ისეთი მეხი დაატეხეს, რომ ივანი ერთ კვირას თავის ძმათა სისხლში მოაბიჯებდა.
In reply, the Huns let loose such thunder that he spent a week trudging through his brothers’ blood.
83357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე შესდგა და პეტრეს მოაგონა: – სად არის ზავი?
Then he stopped to remind Peter: "Where is peace"?
83358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხვალ ან ზეგ მოგიტან.
I’ll get it to you tomorrow or the day after tomorrow.
83359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოღონდ შენ ერთი კიდევ შეუტიე.
But you must attack once more.
83360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ესროლე! დაჰკარი! მიდი!
Go on, fire! Attack! Go on!