მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83421.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხრა ლიტრა სისხლი დააკლდა ივანს, მაგრამ არც წაიქცა და არც ლოგინში ჩაწვა.
Ivan had lost nine liters of blood but he didn't fall and didn’t take to his bed.
83422.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაუმიზნა პეტრემ ცხრა–ადლიანი ზარბაზანი და ესროლა.
Peter aimed a nine-barrelled cannon and fired it.
83423.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყუმბარამ ივანი ცხრა ადლზე ააგდო, ცხრაჯერ გადაატრიალა და მუშტისოდენა ცხრა ნატეხი ცხრაგან შეერჭო.
The shells threw Ivan back nine yards, spun him over nine times, and the nine fragments made nine holes the size of a fist.
83424.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი ისევ ფეხზე დადგა, ცხრა ჭრილობიდან ცხრა– ცხრა ტყვია გამოიღო, კვლავ კეფა მოიფხანა და კვლავ გულმშვიდად განიმეორა იგივე.
Ivan, still on his feet, removed nine bullets from each of his nine wounds, scratched the back of his neck again, and once more said the same.
83425.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ციდან მოუარა პეტრემ, ივანი ზეცაში აიტაცა, ღრუბლებს ასცდა და იქიდან თავდაყირა ზღვაში დაუშვა.
Peter circled him from the sky, snatched Ivan into the sky, broke through the clouds, and dropped him headlong into the sea.
83426.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხრა წუთი და ცხრა წამი მოჰქროდა ივანი, ცხრაჯერ ცხრა წუთი ეგდო გაგუდული ზღვის ძირში, მერე წამოდგა, ამოტივტივდა და ნაპირისკენ წამოვიდა, თან მლაშე წყალს ანთხევდა.
Ivan flew for nine minutes and nine seconds, spent nine times nine minutes without breathing at the bottom of the sea, then turned upright, floated to the surface and came ashore, spitting out salty water.
83427.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი ხერხი კიდევ იხმარა პეტრემ.
Peter tried one last trick.
83428.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დრო იხელთა და რაღაც მანქანებით ივანი ეშმაკების გახურებულ ფურნეში შეაგდო.
He waited for his chance, and then used some machine to throw Ivan into the devil’s furnace.
83429.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანი დამდნარ კუპრსა და რკინაში ცხრა წუთი და ცხრა წამი იხრაკებოდა, მერე ის ფურნე გაანგრია, გარუჯულ– გატრუსული გამოვარდა, თავისს კომბალს დაავლო ხელი და გაჯავრდა.
Ivan baked for nine minutes and nine seconds in molten pitch and iron, then broke the furnace pen, came out red-hot and singed, reached for his cudgel, and lost his temper.
83430.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კრაზანებისგან დაკბენილ დათვივით გამწარდა და დატრიალდა.
Like a bear stung by a wasp, he spun round in fury.
83431.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მისი კომბალის ბაგა-ბუგი, ზათქი, ჩახუნი და რახუნი ზეცას სწვდება.
The thump, bangs, hammering, and racket of his cudgel was loud enough to reach the heavens.
83432.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პეტრეს და იმის მეგობართა კივილი, ჭყვირილი, კვნესა და გმინვა განაბულ ქვეყანას ესმის.
The shrieks, squawks, groans, and moans of Peter and his friends were heard by the whole gasping country.
83433.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რუსეთს კორიანტელი, ალი, ბოლი და მტვერი ასდის.
Tornados, flames, smoke, and dust swirled all over Russia.
83434.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სადაც ფეხს დაადგავს ივანი, იქ მიწა სკდება, რასაც მისი კომბალი მოხვდება, ისიც ინგრევა, საითაც მკლავს მოიქნევს, იქ გრიგალი ასტყდება.
Wherever Ivan set foot, the earth cracked open; whatever his cudgel hit, crumbled; wherever his arm hacked, a storm broke out.
83435.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ქალაქს შეუბერავს, ის ქალაქი იწვის და ფერფლად იქცევა.
If he blew on a city, the city would burn and turn to ashes.
83436.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დარბის ყინულოვან ზღვიდან კავკასიონამდის და ვისლიდან სახალინამდის ქუდ–მოგლეჯილი პეტრე; დასდევს ლაგამ–აგლეჯილი ივანი და ჰკივის: – მიდი! დაჰკა! შეჰმუსრე! დაახჩე!
In panic and dismay, Peter ran from the Arctic ocean to the Caucasus, from the Vistula to Sakhalin, pursued by a frenzied Ivan who was yelling: "Go on! Hit him! Exterminate him! Drown him"!
83437.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორივენი ცეცხლში იწვიან და სისხლში იხჩობიან.
They were both burning in fire and choking in blood.
83438.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უუზარმაზარი ქვეყანა ალით გაიტრუსა, ლეშის სუნით გაიგუდა, სისხლისგან გაწითლდა და სიმშილისგან მიილია და მიიხრწნა.
The gigantic country was scorched with flames, suffocated by the smell of corpses, red with blood, and weak and on its last legs with famine.
83439.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს, ივანმა იმძლავრა.
Finally, Ivan won.
83440.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენჯერმე კიდევ მოიქნია კომბალი და პანტა–პუნტით ზღვაში გადაჰყარა.
He swung his cudgel several times and set them scattering to the sea.