მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83481.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზანგო ბამბულლა, მისცხე!
Negro Bambulla, hit back!
83482.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაბინდრანატ გორა, ზღვაში გადააგდე ჯონ ბული!
Rabindranath Gora, throw John Bull back into the sea!
83483.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძმაო ზაგლულ, შენც უკნიდან მოუარე!
Brother Zaglul, attack from behind!
83484.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაღრიბელო აბდულ ქერიმ, მარცხნით მოუარე და დაჰკა ჟაკ დე-პარის!..
Moroccan Abdul Kerim, attack from the left and hit at Jacques de Paris!
83485.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საადი რიზა, შენ მარჯვნით მოუარე და ესროლე!
Saad Reza, attack from the right and fire!
83486.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ძმებო და ამხანაგებო! ერთად! მწყობრად! შეუტიეთ!
Right, brothers and comrades, together! In line! Attack!
83487.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პროლეტარებო, წამოდექით!
Proletariats, arise!
83488.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯონ ბულმა და ჟაკ დე– პარიმ კვლავ ივანისკენ გამოიწიეს, მაგრამ მონებისა და ყმების გარდა საკუთარი ოჯახიც აეშალათ და აეწეწათ.
John Bull and Jacques de Paris went after Ivan again, but not only their slaves and vassals, their own families scattered in confusion.
83489.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პროლეტარებმა ივანის ქუხილი გაიგეს და წამოიწიეს.
The proletariats heard Ivan’s thunder and rose up.
83490.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წამოიშალნენ და საომრად დამკლავებულ ჯონ ბულს და ჟაკ დე–პარის ხელებსა და ფეხებში ეცნენ.
They rebelled and, dressed for war, struck John Bull and Jacques de Paris on the arms and legs.
83491.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზოგან წითელი ალი ავარდა, ზოგან წითელი ბაირაღი აფრიალდა, ზოგან კიდევ ისე დაიქუხა და გაიელვა, რომ ჟაკ დე–პარის და ჯონ ბულს შიშის ცახცახი და ციებ–ცხელება აუვარდათ.
Red flames burst out in some places, in others a red flag fluttered, or there was thunder and lightning: Jacques de Paris and John Bull trembled in feverish fear.
83492.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ირლანდელმა ო–გრედიმ, ეგვიპტელმა ზაგლულმა, ავღანელმა და ზოგმა სხვამაც დრო იხელთეს და შეკრულ თოკებიდან ხელი ან თითო გამოიგლიჯეს.
The Irish O’Grady, the Egyptian Zaglul, the Afghans and others, took the chance to break free of the ropes that bound their hands and feet.
83493.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამ ჟივილ–ხივილსა, აყალმაყალსა და მიწევ–მოწევაში გავიდა შვიდი წელიწადი, შვიდი თვე, შვიდი კვირა და შვიდი დღე.
This shrieking and shouting, rioting and clashing went on for seven years, seven months, seven weeks, and seven days.
83494.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთ დღეს რომიდან ჯიოვანი ჯირალდინმა დაიძახა: – ივა–ა–ან!
One day Giovanni Giraldini called over from Rome: "Iva-a-an"!
83495.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ვცნობ შენს ძალას და კანონიერ არსებობას, მოიტა ხელი!
I recognize your strength and right to exist: give me your hand!
83496.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა მარჯვენა ხელზე დაიფურთხა და ის ხელი გაიშვირა, მაგრამ იმის ხელს ერთის მაგივრად ორი ხელი დაეძგერა: ერთი რომიდან, ხოლო მეორე ლონდონიდან.
Ivan spat on his right hand and proffered it, but it was met not by one, but two hands, one from Rome, one from London.
83497.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯონ ბულმაც დაიღრინა: – ივან, მეც გცნობ და ვაღიარებ, რომ შენ არსებობ და ჩემი ტოლი ხარ.
John Bull then growled: "Ivan, I recognize you, and admit that you exist and are my equal".
83498.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, ჩემი ხელი.
Here’s my hand.
83499.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე ხელი ზურგზე დაიდო, ხოლო იმ ხელში ერთი კოხტა დრედნოუტი და რამდენიმე ბჭყვრიალა ტანკი ჩაიდო.
He put his other hand behind his back: that hand had a nice dreadnought and several rumbling tanks in it.
83500.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა კვლავ ხელი გაუშვირა, მაგრამ ამ დროს ჯიოვანი ჯირალდინი და ჯონ ბული ერთმანეთს დაეტაკნენ.
Ivan held out his hand again, but meanwhile Giovanni Giraldini and John Bull had attacked each other.