მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პირველად მე ვუთხარი ივანს: „ივან გცნობ მეთქი!“ – წამოიძახა გულნატკენმა დობჩინსკი ჯირალდინმა: – ამიტომ ჯერ მე უნდა ჩამოვართვა ხელი.
"I was the first to tell Ivan I recognized him", declared the offended Tweedledee Giraldini, "so I’m the one who should offer him my hand".
83502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა, პირველად მე ვსთქვი!– უპასუხა ნაწყენმა ბობჩინსკი ჯონ ბულმა.
"No, I was the first to say so", replied the offended Tweedledum John Bull.
83503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა, მე ვსთქვი! – შენ კი არა, მე ვსთქვი მეთქი!
No I said it first! Not you, it was me who said it.
83504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სტყუი, მე ვსთქვი! სტყუი, შე პირატო!
Liar, I said it! Liar, pirate!
83505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენ თვითონ სტყუი, შე მაკარონიჭამია, შენა!
Liar yourself, macaroni-eater!
83506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ ვკითხოთ ივანს.
Then let’s ask Ivan.
83507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, პირველობა შენი ცნობის ვის ეკუთვნის, მე თუ ჯონ ბულს?
Ivan, who was the first to recognize you, me or John Bull?
83508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, ვისია პირველობა, ჩემი თუ ჯირალდინის?
Ivan, who was first, me or Giraldini?
83509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივანმა ორივეს აჰხედ– დაჰხედა, კეფა მოიფხანა და ორივენი ასე დაამშვიდა: – ორივენი ტოლ–ჰარამზადები ხართ.
Ivan looked them both up and down, scratched the back of his neck, and reassured them both: "You’re equal scoundrels".
83510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემთვის სულ ერთია: შავი ძაღლი ხართ თუ თეთრი ძაღლი ხართ, ორივ ძაღლი, მამა–ძაღლი.
I don’t care whether you’re black or white dogs, you’re both dogs and sons of bitches.
83511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
და ერთი ისეთი ძლევამოსილებით გადიხარხარა, რომ ჯირალდინის ბერსალიური ქუდი და ჯონ ბულის ჭრელი პლედი ივანის სიცილის ქარმა მოიტაცა.
And he burst out in such a loud guffaw that Giraldini’s bersalieri hat and John Bull’s tartan rug were both carried away by the wind of Ivan’s laughter.
83512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე ქვეყნის ყოველ კუთხიდან ყაყანი, ყიჟინა და ჟრიამული მოისმა: – ივან, გცნობ!.. ივან, მეც გცნობ!
Then a cawing, croaking, and clamor was heard from every corner of the world: "Ivan, I recognize you! Ivan, I recognize you, too"!
83513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
და ყოველ მხრიდან ხელებს იშვერდნენ.
And hands were proffered from everywhere.
83514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ, კინკლაობდნენ, ივანს თავიანთ საქონელს აჩეჩებდნენ და ყურში ჩასჩურჩულებდნენ.
They interrupted each other, jostled, squabbled as they foisted their goods on Ivan and whispered in his ear.
83515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძმაო ივან! არ მოგატყუოს გაიძვერა ჯონ ბულმა.
Brother Ivan! Don’t let that villain John Bull deceive you.
83516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე, ჟაკ დე–პარი, დაბადებითვე შენი ძმა ვარ.
I, Jacques de Paris, have been since the day I was born your brother.
83517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, საბუთიც: ნახე, როგორი ფერუმარილი, სასუნებელი, საცხებელი, შამპანური და ლიკიორები მოგიტანე.
Here’s the proof: see the cosmetics, perfumes, ointments, champagne, and liqueurs I’ve brought you.
83518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იყიდე, ივან, იყიდე.
Buy them, Ivan, buy them.
83519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან იაფად მოგცემ.
I’ll let you have them very cheap.
83520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცოტაოდენი ვალიც გადამიხადე, ქარხნებიც დამიბრუნე და მერე მე, შენ და მაჰმუდ გასსანი ჯონ ბულს ოდნავ თავს მოვუქექავთ და ბრჩყალებს დავაჭრით, თორემ ამ ბულდოგმა ლამის ნახევარი ქვეყანა დაიპყროს.
Just pay me a little of what you owe, give me back some factories and then you, I, and Mahmud Hassan will give John Bull something to worry about and trim his claws, or that bulldog will take over half the world.