მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეგრე, ვენაცვალე შენს მარჯვენას, ეგრე!
That’s right, I love your right hand, that’s right!
83542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა იმოდენა იყბედა და მოისმინა, რომ ნელ–ნელა შეუმჩნევლად თვითონაც დაიჯერა და გაიზიარა ცეცხლიანი ლოზუნგები და სისხლიანი ფრაზები.
Kvachi had chattered and heard so much that, without noticing, he began to believe in and agree with the fiery slogans and bloodthirsty phrases.
83543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ იმავ დროს მაინც კვაჭობდა და დროგამოშვებით თავის ამხანაგებს არიგებდა და ამხნევებდა.
But he was still the same old Kvachi, and he periodically instructed and urged on his comrades.
83544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოუსვით! პირი ნუ დაგიღიათ!
Get moving! Don’t just gawp!
83545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ ხართ დოყლაპიები და ბედოვლათები, თვარა ამისთანა დღეს მეორედ ვეღარ მოესწრებით!
Don’t be useless time-wasters, because you’ll never get another chance like this.
83546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებიც ბელადის ხელმძღვანელობით ხელებს ანძრევდნენ, მოსახვეტელს უხვად იხვეტდნენ.
Comrades followed their leader and put their hands to the shovel and swept up whatever sweepings there were.
83547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ კვაჭი ივანოვს შეუვარდა და შესძახა: – თეთრები და იუნკრები სასახლეს სძარცვავენ.
Once Kvachi rushed to see Ivanov and appealed to him: "The Whites and the cadets are looting the palace".
83548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ სასახლეში აუარებელი განძი და ნახელოვნევი ინახება.
There are treasures and works of art beyond price in the palace.
83549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან ივანიჩმა ხუთ წუთში კვაჭს მრისხანე მანდატი და ათიოდე გააფთრებული ოფიცერი ჩააბარა.
In five minutes Ivan Ivanych had entrusted Kvachi with a fearsome mandate and a dozen ferocious officers.
83550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი თავის რაზმით ერთ სასახლეს მიადგა, სადაც წითლებს თეთრები მოემწყვდიათ.
Kvachi with his band of men get to a palace where the Whites were encircled by the Reds.
83551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი და მისი ამხანაგები შეიარაღებულ მუშებს და მეზღვაურებს შეუერთდნენ და სასახლეში შევიდნენ.
Kvachi and his comrades joined with the armed workers and security men and entered the palace.
83552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იგი სავსე იყო იარაღიანი და უიარაღო ბრბოთი.
It was packed full by a mob, some of them armed, some of them not.
83553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი სამოვარს მოათრევდა, მეორე მარმარილოს ძეგლს ეჭიდებოდა, მესამე სავარძელს ტყავს აძრობდა, მეოთხე გობელენის ხალიჩას წელზე იხვევდა, ხოლო მეხუთენი და მეათენი უძველეს სურათებით, ფაიფურის ლარნაკებით, ჭურჭლით და ათასნაირი წვრილმანით იტვირთებოდნენ და გასასვლელ კარებს ეძებდნენ.
One man was dragging off a samovar, another was clutching a marble statue, a third was removing the upholstery from a chair, a fourth was wrapping a tapestry round his waist, and others were loading up antique pictures, porcelain vases, crockery, and all sorts of small items, and looking for the exit.
83554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მუშების, გლეხების და სალდათების დეპუტატთა საბჭოს სახელით... შესდექით! – დასჭყივლა კვაჭმა და თავის მანდატი ხმამაღლა წაიკითხა.
"In the name of the council of workers’, peasants’ and soldiers’ deputies, stop"! screamed Kvachi, reading out his mandate at the top of his voice.
83555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერმე წითელ მუშებს და დაცვას ბრძანება მისცა: – ყველანი დიდ დარბაზში შეჰყარეთ, გაჩხრიკეთ, ყველაფერი დააყრევინეთ და გაჰყარეთ.
Then he gave the red workers and the security their orders: "Drive everyone into the big hall, search them, and then drive them out".
83556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახევარ საათში მძარცველებს ყველაფერი დააყრევინეს.
In half an hour the looters had been forced to abandon everything.
83557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა აქა იქ თავის მეგობრები ჩააყენა და წითლებს უთხრა: – ძმებო, გმადლობთ სახალხო ქონების გადარჩენისთვის.
Kvachi stationed his friends in various places and told the reds: "Brothers, thank you for saving the people’s property".
83558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა ჩვენვე მოვუვლით ყველაფერს.
We’ll now take care of everything.
83559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ საჭირო აღარა ხართ.
You’re no longer needed.
83560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარები ჩაიკეტეს და დღე და ღამის მუშაობით ხელები დაიწყვიტეს.
They locked the doors and wore their hands out working day and night.