მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
განძეულობა გადაარჩიეს, ყუთებსა და სკივრებში ჩაალაგეს და „შესანახად“ კვაჭის სარდაფში გადაიტანეს.
The valuables were sorted out, put into boxes and chests, and carted off to Kvachi’s cellar for "safekeeping".
83562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ დღიდან იმ სარდაფს გინცი და ერთი ანტიკვარი ურია შეეჩვივნენ.
From then on Gintz and a Jewish antique dealer became frequent visitors to that cellar.
83563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიც შეეჩვია სახალხო განძეულობის ძებნას, გადარჩენას და დაცვას.
Kvachi was now a habitual treasure seeker, saving and protecting it.
83564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაკი იმ მანდატმა ერთგან გასჭრა, ვითომ სხვაგანაც რატომ არ უნდა გაეჭრა?
If the mandate had worked in one place, why shouldn’t it work elsewhere?
83565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მან სცადა თავის ხერხი და იმ მანდატის ძალა, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდა.
He tested his cunning and the mandate’s power, which turned out to be magical.
83566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი ისე სთრთოდნენ იმ ქაღალდის დანახვაზე, როგორც გატენილი ყუმბარის წინაშე.
Everyone quaked when they saw that piece of paper, as if it were the live hand grenade.
83567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარები თავისთავად იღებოდა.
Doors were automatically opened.
83568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი მალე გაოცდა იმ აუარებელი და უთვალავი განძეულობით, რომელიც ასე უხვად იყო გაბნეული პეტრეს ქალაქში.
Kvachi was quite amazed by the countless treasures so generously strewn about Peter’s city.
83569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სულ ერთია, ჩემო ბესო, პატიოსნებიდან აფერი გამოდის.
It makes no difference, Beso, honest people never amount to anything.
83570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ირგვლივ ყველანი სძარცვავენ და იტაცებენ, – ძველებიც და ახლებიც.
Everyone, old or new, around them is robbing and looting.
83571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პატიოსანი კაცი კი მშრალზე რჩება და მშიერი კვდება.
An honest man is left stranded and dies hungry.
83572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ახალი რევოლუცია იმ გზით არ მიდის, მე რომ მგონია.
The new revolution is not going the way I thought it would.
83573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იგი სისხლში დაიხჩვება და ჩვენც წაგვიღებს.
It’s going to drown in blood and take us with it.
83574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ძალიან სახიფათო გზას დავადექით.
We have set out on a very dangerous path.
83575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ უკან დახევაც აღარ შეიძლება.
But it’s too late to turn back.
83576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიტომ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი წილი მივიღოთ და ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ.
So the only thing left for us is to get our share and then escape from this hell.
83577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რუსეთი მთელ ქვეყანას ეჭიდება.
Russia is taking on the whole world.
83578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამ ჩხუბის დროს ყოლიფერი უნდა ავკრიფოთ, რაც კი შეგვიძლიან, მაგრამ არ უნდა დავიგვიანოთ და დროზე მოვშორდეთ აქოურობას.
While the fight is going on, we’ve got to grab everything we can, but we mustn’t leave it too late to get out of here.
83579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
„წითელი რევოლუციის დამცველთა საზოგადოება“ გაიშალა.
The Society of Defenders of the Red Revolution expanded.
83580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ახალ ხელისუფალთ მისი გასაჩხრეკი დრო არა ჰქონდათ, ამიტომ კვაჭის არმიაში ყოველივე ისევ ისე მიდიოდა როგორც მას უნდოდა.
The new rulers had no time to investigate it, so that everything in Kvachi’s army went on as Kvachi wanted it to.