მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იყიდე ჩემი საქონელი, ივან, იყიდე, იაფია, ჩალის ფასად მოგცემ.
Buy my goods, Ivan, buy them, they’re cheap, I’ll let you have them at rock-bottom prices.
83522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯონ ბულმა ივანი ჟაკ დე–პარის ჩამოაშორა და განზე გაიყვანა.
John Bull pulled Ivan away from Jacques de Paris and took him aside.
83523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შესანიშნავი ბოქსიორი ჰყოფილხარ, ძმაო ივან.
You must be a remarkable boxer, brother Ivan.
83524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე და შენ რომ დავძმობილდეთ, ქვეყანას შუაზე გავიყოფთ და ჟაკსაც ოდნავ უკან დავსწევთ, თორემ მეტის–მეტად თავს გავიდა.
To mark our brotherhood, let’s divide the world in two and leave Jacques out of it, or he’ll get too big for his boots.
83525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, მანქანები, ქსოვილები, კოლონიის საქონელი, ოპიუმი, მორფი, ხაშხაში და ასნაირი ტკბილი სასმელი, სასუნებელი და შესაშხაპუნებელი წამლები.
Look, cars, textiles, colonial goods, opium, morphine, poppies, and hundreds of different sweet drinks, spices, and injectable drugs.
83526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თითქმის მუქთად მოგცემ.
I’ll let you have them for practically nothing.
83527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოღონდ დამიდასტურე, რომ ვალსაც გადამიხდი და ქარხნებსაც დამიბრუნებ.
Just promise that you’ll pay me what you owe and give me back my factories.
83528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჰა, ივან, მოვრიგდეთ და ჟაკ დე–პარი ცოტა გავპენტოთ, თორემ ძალიან გათამამდა.
Ah, Ivan, let’s come to terms and give Jacques de Paris a bit of a licking, since he’s got above himself.
83529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაკარონი! მშვენიერი მაკარონი! საუცხოვო მაკარონი! – ჩასჩურჩულებს ჯირალდინი.
"Macaroni, beautiful macaroni! Wonderful macaroni"! whispered Giraldini.
83530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი და პატიოსანი! – სთქვა, ბოლოს, ივანმა: მოვრიგდეთ.
"All right", Ivan finally said - "Let’s agree".
83531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეგ საქონელი ნისიად მომეცით და ცოტა ფულიც მასესხეთ.
Let me have the goods on credit and lend me a bit of money, too.
83532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბევრი არ მინდა.
I don’t want a lot.
83533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯერ–ჯერობით ერთი მილიარდი მეყოფა.
A billion will do me for now.
83534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯერ ძველი ვალი დაგვიდასტურე, ქარხნები დაგვიბრუნე, ზარალი აგვინაზღაურე და მერე – ამბობენ ჯირალდინი, ჯონ ბული და ჟაკ დე–პარი.
"First promise to pay the old debt, give us our factories back, compensate us for the damage and then" - said Giraldini, John Bull, and Jacques de Paris.
83535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სდგას ივანი და თავს იფხანს.
Ivan is just standing there scratching himself.
83536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცოტას კიდევ მოვიფიქრებ.
I’ll think a little more.
83537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
და იცდის ივანი, სანამ ჯონ ბულიც, ჟაკ დე–პარიც და ბიძია იანკიც თავიანთ ვალებსაც, ქარხნებსაც და ზარალსაც დაივიწყებენ.
Ivan is waiting first for John Bull, then Jacques de Paris and Uncle Yankee to forget about their debts, factories, and damages.
83538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი ჩიქორთულ საქმეთა, სანამ ივანი ოქტომბრის ალში იწვოდა.
Jobs Botched While Ivan Burns in October’s Fires.
83539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სანამ გამალებული და ყალყზე ამდგარი ივანი კომბალის ტრიალით კიდით– კიდემდის დარბოდა, დაგეშილი კვაჭი ცეცხლ–მოკიდებულ დედა–ქალაქში ვირთაგვასავით დაძვრებოდა და „ძროხას სწველავდა“.
While Ivan was in a frenzy, rearing up, whirling his cudgel, running from one side to another, the cunning Kvachi was darting like a rat about the inflamed city, "milking cows".
83540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ გალესილ ცხვირით და დაგეშილ ალღოთი მალე შეატყო ივანს გამარჯვება, ორივე ხელით დაეჭიდა ივანის დაგლეჯილ კალთებს და წითელ მორევში შესტოპა, თანაც ჩუმ-ჩუმად ივანს ამხნევებდა და ყურში ჩასძახოდა: – ივან, მიდი!...
Kvachi's trained nose and intuition soon told him Ivan had won, so he clung with both hands to Ivan’s torn coat-tails and waded into the red maelstrom, all the time quietly egging Ivan on by talking into his ear: "Go on Ivan"!