მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძმებოჯან, დროა წავიდეთ!– გააელვა ცხენის კბილები ჯალილამ.
"Brothers, it’s time we went"… said Jalil, flashing his horse’s teeth.
83622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპს პავლოვი მოჰყვა, რომელმაც მოკლედ და მშვიდად განაცხადა: – ყველაფერი გაიგეს.
Chipi was followed by Pavlov, who announced curtly and calmly: "They’ve found out everything".
83623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლავე უნდა ავიბარგოთ, თორემ დავიგვიანებო,
We must pack now or it’s too late.
83624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ, ერთ საათში ყველანი სადგურზე გამოდით! – გასცა მობილიზაციის ბრძანება კვაჭმა.
"Right, in an hour you’re all to be at the station", said Kvachi, giving the order to mobilize.
83625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყოველივე წესიერად აღმოჩნდა.
It all went smoothly.
83626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი საათის შემდეგ ამხანაგები სადგურზე შეხვდნენ ერთმანეთს.
All the gang was at the station in an hour.
83627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დევიღუპეთ! – კვლავ აკივდა ჭიპი.
"We’re doomed"! Chipi yelled again.
83628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არც ერთი მატარებელი არ ყოფილა.
There isn’t a train in sight.
83629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ ყვირი, ჭიპი! – გააჩუმა აშლილი მზვერავი კვაჭმა.
"Don’t shout, Chipi", Kvachi reassured his panicky spy.
83630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო, წადი და მატარებელი იშოვე, ხარჯს ნუ მოერიდები.
Beso, go and find a train, spare no expense.
83631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო ათ წუთში დაბრუნდა: — ეხლავე ორი ვაგონი იქნება.
Beso came back in ten minutes: "Two carriages will be ready right now".
83632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მგონი ასი ოქრო ძვირი არ უნდა იყოს.
I don’t think a hundred gold roubles is too dear.
83633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძვირი არ არის – დაეთანხმა კვაჭი.
"It’s not too dear", Kvachi agreed.
83634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახევარი საათის შემდეგ ორვაგონიანი მატარებელი მოსკოვისკენ მიჰქროდა.
In half an hour a two-carriage train was speeding towards Moscow.
83635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სალონ–ვაგონში ცხრანი ისხდნენ, ცხრა წევრი „წითელი რევოლუციის დამხმარეთა და დამცველთა საზოგადოების გამგეობისა“, რომელთაც დავალებული ჰქონდათ რევოლუციური სალდათების მატარებელთა მოძრაობის მოწესრიგება.
All nine of them sat in a saloon carriage, the nine members of the Society of Helpers and Defenders of the Red Revolution who were entrusted with regulating the movement of trains for revolutionary soldiers.
83636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერმე, გასჭრის ეგ მანდატი? – შიშით იკითხა სედრაკამ.
"Will that mandate still work"? Sedrak asked fearfully.
83637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გასჭრის კი არა, ყოლიფერს ააფეთქებს – უპასუხა ლადიმ.
"It will not only work, it will smash everything"! replied Ladi.
83638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინ აწერს ხელს? – ჰკითხა კვაჭმა ბესოს, რომელსაც ადლიანი მანდატი ეჭირა.
"Who’s going to sign it"? Kvachi asked Beso, who was holding the yard-long mandate.
83639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სარევოლუციო–სამხედრო კომიტეტი.
The revolutionary military committee.
83640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, ნახე, ბეჭედიც და ყოლიფერიც თავის ალაგზეა.
Look! There’s the seal and everything’s as it should be.