მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წინაურმა ერთი ხელით დარაჯი მოიშორა, მეორე ხელით კარები შეაღო და შევიდა, ორნიც მიჰყვნენ.
The leader moved the guard aside with one hand, another opened the door and entered, the two others followed.
83682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კრება შესწყდა. მოლაპარაკემ სიტყვა გასწყვიტა.
The meeting broke off, the speaker broke off his speech.
83683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი შემოსულებს მიაჩერდნენ.
Everyone stared at the newcomers.
83684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოდიში, ამხანაგებო! – ცივის რიხით სთქვა კვაჭი კვაჭანტირაძემ.
"My apologies, comrades"! said Kvachi Kvachantiradze with cool aplomb.
83685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გთხოვთ მიცნობდეთ, მე გახლავართ სარევოლუციო სამხედრო საბჭოს წევრი პავლე სამტრედიძე.
Let me introduce myself, I am Pavle Samtredidze, a member of the Revolutionary Military Council.
83686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
"ესენიც ჩემი შტაბის წევრები არიან – პანოვი და შიქიანცი" - და პავლოვსა და შიქიაზე თითი მიუშვირა.
"These are members of my staff: Panov and Shikiants" - He pointed to Pavlov and Shikia.
83687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველანი წამოიშალნენ და გაიჭიმნენ.
Everyone rushed to their feet and stood to attention.
83688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ პირსახეზე უფრო მეტი სუსხი აისახა და განაგრძო.
Kvachi adopted an even more sardonic expression and continued.
83689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენს ქალაქში საზიზღრობა ხდება, თქვენ კი არხეინად გაჭიმულხართ და ბაასობთ.
Horrible things are happening in your town, and you stand there calmly gossiping.
83690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, მაგალითიც: მე ჩემის შტაბით საგანგებო მატარებლით მოვდიოდი.
For example, my staff and I came by special train.
83691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გზაში შემატყობინეს, რომ მოღალატე ბურჟუებს უცხოეთში თვალ–მარგალიტი და ოქრო მიაქვთო.
On the way I was informed that treasonable bourgeois were taking jewelry and gold abroad.
83692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გავჩხრიკე, ცნობა მართალი გამოდგა.
I searched them, and the information proved to be true.
83693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
განძეულობა, რა თქმა უნდა, ჩამოვართვი, ხოლო საზიზღარი მოღალატენი იქვე დავხვრიტე.
Of course, I confiscated the valuables, and shot the loathsome traitors on the spot.
83694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ თქვენს ცხვირწინ, სადგურზე, გაბანდიტებული სალდათები დამეცნენ, მატარებლიდან გადმოგვყარეს, ყველაფერი წაგვართვეს და ჩვენი მატარებლით თვითონ წავიდნენ.
But right under your noses, at the station, soldiers turned robbers threw us off our train, took everything off us and left, using our train.
83695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებო, რას იტყვით ამაზე?
Comrades, what have you got to say about this?
83696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები შეშფოთდნენ.
The comrades were perturbed.
83697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ასტყდა სირბილი, ტელეფონების ჟღარუნი და ავტომობილების დგრიალი.
There was a flurry of running about, telephoning, and roaring motor cars.
83698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩეკას თავმჯდომარე თქვენ ბრძანდებით? – ეკითხება კვაჭი ერთს.
"Are you the chairman of the Cheka secret police"? Kvachi asked one man.
83699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ცხრანი ვართ.
There are nine of us.
83700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე აქ დავრჩები, დანარჩენნი წაიყვანეთ.
I shall stay here, take the others with you.