მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები სადგურის დარბაზში ჩამოსხდნენ და ატირდნენ.
The gang sat in the station hall and wept.
83662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დევიღუპეთ! – გაჰკიოდა თვალცრემლიანი ჭიპი.
"We’re finished"! wailed Chipi, his eyes full of tears.
83663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენი საქმე წავიდა – თავის ქნევით ამბობდა ჯალილა.
"Our luck’s out", Jalil said, shaking his head.
83664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო თითებს იმტვრევდა.
Beso was cracking his fingers.
83665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბეკარევი პაპიროსის ბოლში იხჩობოდა, ხოლო გამწარებული კვაჭი გალიაში დამწყვდეული მხეცივით დარბოდა და დროგამოშვებით შეჭმუხნულ შუბლს ისრესდა.
Bekarev was choking in his own cigarette smoke, and Kvachi, as frantic as a wild animal in a cage, ran about, constantly rubbing his furrowed brow.
83666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოლოს ყველანი დადუმდნენ და ბელადს შეაშტერეს თვალები.
Finally they all fell silent and stared their leader in the eyes.
83667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიდხანს სდუმდნენ და კვაჭისგან თავიანთ ბედის განაჩენს მოელოდნენ.
Nobody spoke for a long time, waiting for Kvachi to pronounce their fate.
83668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როგორა ხარ. კვაჭი? – გაჰბედა ბოლოს ბესომ.
"How are you, Kvachi"? Beso finally ventured.
83669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძაღლურად ვარ – რას მთავაზობ? – აფერს.
I feel like a dog, - What do you suggest? Nothing.
83670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა გადაარჩინეთ მაგ საკვოიაჟით? – ბევრი აფერი.
What did you manage to save in that traveling bag? Nothing much.
83671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყოლიფერი გადაგირჩენია, შე კაი კაცო!
You’ve saved everything! Good man!
83672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა შუბლი გაიშალა და გაიღიმა.
Kvachi’s brow became smooth again, he smiled.
83673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები მტკიცე ხმით გაამხნევა:– ნუ დაღონდით, ამხანაგებო!
He gave the comrades encouragement and hope, saying in a firm voice: "Don’t let it get you down, comrades".
83674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც დავკარგეთ, ერთ თვეში დაგვიბრუნდება, თუ ბედმა არ მიღალატა და ღმერთმაც კიდო ხელი მომიმართა.
We’ll recover our losses in one month, if our luck doesn’t let me down and if God doesn’t strike me again.
83675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა. წამოდექით! გამაგრდით! მომყევით!
Right, get up! Gather your strength! Follow me!
83676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი სამტრედიძისა.
The Story of Samtredidze.
83677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის (გუბაღმასკომის) ბინაში გახურებული მუშაობაა.
Work was in progress in the rooms belonging to the Provincial Executive Committee (ProvExCom).
83678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სამი კაცი თამამად მიადგა აღმასკომის თავმჯდომარის კაბინეტს.
Three men boldly came up to the ExCom’s chairman’s office.
83679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წინ დარაჯი გადაეღობათ: – შესვლა არ შეიძლება.
A guard barred their way: "You can’t go in".
83680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კომიტეტის სხდომა გახლავთ.
The Committee’s in session.