მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თავმჯდომარე ლაპარაკით დაიღალა.
The chairman had worn himself out talking.
83722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კეთილი. ეხლა მითხარით, რა გაქვთ მომარაგებული?
Good, now tell me what your supplies are like.
83723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენი გაქვთ ხორბალი, კართოფილი, ფქვილი, შაქარი და სხვა სურსათი?
How much wheat, potatoes, flour, sugar, and other provisions?
83724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პასუხის შემდეგ კვლავ იკითხა: – ვაჭრებს საქონელი ჩამოართვით? – ცოტაოდენი.
When he had an answer, he asked again: "Have you been confiscating merchants’ property"? "A little bit".
83725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოქროსი და თვალ–მარგალიტის რეკვიზიცია მოახდინეთ? – ჯერ არა.
Have you audited the gold and jewelry? Not yet.
83726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როგორც ვატყობ, თქვენ ძალიან ჩამორჩენილხართ დედაქალაქებს.
I see you’re well behind the capital cities.
83727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუმცა ეს არაფერია.
Not that it matters.
83728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე დაგეხმარებით, გამოცდილი ვარ, ერთად ვიმუშავოთ.
I’ll help you: I’m experienced, so let’s work together.
83729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენც მალე დაიგეშებით.
You’ll soon be trained up.
83730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლა ყური მიგდეთ.
Now listen to me.
83731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე მჭირდება ათიოდე ოთახი, სამი ავტომობილი, საწერი მანქანა, კანცელარიის მასალა და ავეჯი.
I need ten or so rooms, three motor cars, a typewriter, office supplies, and furniture.
83732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გაეცით ბრძანება.
Issue the order.
83733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორი საათის შემდეგ მთავარ ქუჩაზე ერთ დიდ შენობიდან სამი ოჯახი გამოჰყარეს და კვაჭის მოახსენეს: – ბინა მზად გახლავთ.
In two hours three families were evicted from a house on the main street and Kvachi was told: "Your flat is ready".
83734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საღამოზე ტელეფონი და დანარჩენიც იქნება.
By evening there’ll be a telephone and so on.
83735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სადილის დრო მოვიდა.
It’s time for dinner.
83736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გვეწვიეთ, ამხანაგო!
Visit us, comrade.
83737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ გუბაღმასკომის თავმჯდომარეს პატივი დასდო და მისი პურ–მარილი იგემა.
Kvachi did the ProvExCom chairman the honor of accepting his hospitality.
83738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე იმის ოთახშივე მიწვა და მიიძინა.
Then went to his rooms to lie down and sleep.
83739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მზე ჩასავალს იყო, როცა ბესომ და ჯალილამ კვაჭი გააღვიძეს.
The sun was setting when Beso and Jalil woke Kvachi up.
83740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ადექი, კვაჭი, დავბრუნდით.
Get up, Kvachi, we’re back.