მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეხლავე დეპეშა მიეცით, რომ ის მატარებელი სადმე პატარა სადგურზე გააჩერონ, ორთქლმავალი მოხსნან და გაისტუმრონ, თორემ სალდათები მატარებელს ძალით წაიყვანენ.
Now send a telegram to have this train stopped at a small station, the locomotive detached and sent on its way, to stop the soldiers stealing the train.
83702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გესმით ჩემი გეგმა?
Do you understand my plan?
83703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიაღ, მესმის, ამხანაგო!
Yes, I understand, comrade.
83704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამავე დროს ასიოდე შეიარაღებულ კაცს იმ მატარებელს დავადევნებ, ალყას შემოვარტყავთ და... – ეგრე.
At the same time I’ll send a hundred or so armed men to the train, we’ll surround it and… Right.
83705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თან ოთხიოდე ტყვიისმფრქვეველი წაიღეთ.
And take four machine guns.
83706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როდის დაიძვრებით? ერთი საათის შემდეგ.
When are you going? In an hour.
83707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეპეშას კი ამ წუთშივე გავგზავნი.
I’m sending the telegram right now.
83708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან კარგი, გისურვებთ გამარჯვებას.
Very good, I wish you success.
83709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მადლობა ჩემზე იყოს.
I owe you a favor.
83710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართლა, დამავიწყდა, ინებეთ ჩვენი მანდატები.
Oh, I forgot: here are our mandates.
83711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი კვაჭანტირაძემ ხუთიოდე გრძელი მანდატი გადაშალა მაგიდაზე.
Kvachi took out half a dozen long mandates and spread them out on the desk.
83712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ მრისხანე მანდატების წინაშე ყველანი ისევ გაიჭიმნენ და ათრთოლდნენ.
Faced with these fearsome mandates everyone again stood to attention and quaked in their shoes.
83713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვერავინ გაუბედა იმ მანდატებს ხელში აღება და წაკითხვა.
Nobody dared to pick up and read a mandate.
83714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ისევ ჯიბეში ჩაილაგა ქაღალდები და სთქვა: – მაშ შეუდექით საქმეს.
Kvachi put the papers back in his pocket and said: "Get to work, then".
83715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მშვიდობით იყავით, ამხანაგებო!
Goodbye, comrades.
83716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ბესო განზე გაიყვანა და უთხრა: – აბა, ბესო, ჩვენი სიცოცხლე შენს ხელშია.
Kvachi took Beso aside and told him: "Now our life is in your hands Beso".
83717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სანამ თქვენ დაბრუნდებით, აქ მე ყველაფერს გავაიმასქნებ.
I’ll fix everything here by the time you’re back.
83718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კაბინეტში ორნიღა დარჩნენ – გაბღენძილი კვაჭი და გაჭიმული გუბაღმასკომის თავმჯდომარე.
Just two men were left in the office: an indignant Kvachi, and the ProvExCom chairman, standing to attention.
83719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბრძანდით, ამხანაგო! – ნება მისცა კვაჭიმ.
"Sit down, comrade"! Kvachi deigned to say.
83720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბრძანდით და მომახსენეთ, რა ხდება თქვენს გუბერნიაში?
Sit down and tell me what’s going on in your province.