მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რკინის გზები დამბლად არიან დაცემულნი.
The railways were paralyzed.
83782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა მხოლოდ პური, ვაგონებიც დაიტაცეს.
Not just grain, but the actual wagons were stolen.
83783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ლიანდაგი სავსეა დამსხვრეულ მატარებლებით.
The tracks were strewn with smashed trains.
83784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თითო ვაგონს სისხლის ფასი დაედო.
Every wagon was worth more than human blood.
83785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხანგამოშვებით კვაჭი ადგილობრივ ხელისუფლებს მოიწვევს და ეუბნება: – აი, წაიკითხეთ.
Every now and again Kvachi invited the local authorities and told them: "Look, read this".
83786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხელისუფალი კითხულობს დეპეშას: „სამხედრო საბჭოს წევრს სამტრედიძეს“.
The authority would read a telegram: "To Samtredidze, member of the RevMilCom".
83787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
საჩქაროდ გამოაგზავნეთ ხუთი ვაგონი ფქვილი, ხუთი ვაგონი კომბოსტო, ამდენივე კართოფილი და ყოველგვარი სანოვაგე.
Urgently send five wagons flour, five wagons cabbages, same of potatoes and various provisions.
83788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როდის იქნება მზად? – სამ დღეში.
When will they be ready? Three days.
83789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე თვითონ გავგზავნი, დატვირთეთ და შემატყობინეთ.
I’ll despatch them myself: load them, then let me know.
83790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დატვირთული მატარებელი მოსკოვში ან პეტერბურგში მიდის და იქ კვაჭის ორმოში ვარდება.
The loaded train would go to Moscow or Petersburg, where it would fall into a pit-trap prepared by Kvachi.
83791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სმოლენსკიდან და სხვა ქალაქებიდან ხანდახან კვაჭისაც მოსდის დიდძალი საქონელი, რომელიც ორიოდე დღეში ოქროდ და თვალ–მარგალიტად გადიქცევა ხოლმე.
From Smolensk and other cities Kvachi periodically received substantial property which he would within two days turn into gold and jewels.
83792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თითქმის ყოველ დღე კვაჭი ასეთ კომბინაციას აწყობს: კვაჭისთან მოჰყავთ ვინმე ვაჭარი სპეკულოვი ან რიფოვი.
Almost every day Kvachi would set up these frauds, and some merchant, a Spekulov or a Ripoff, would be brought to see him.
83793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხუთი ვაგონი მინდა მოსკოვამდის – ფასი ხუთასი ოქრო.
I want five wagons to go to Moscow, the price is five hundred gold roubles.
83794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვამოწმებ, რომ მეხუთე დივიზიას ეგზავნება ხუთი ვაგონი საქონელი რიგის გარეშე.
I certify that the fifth division is being sent unscheduled five wagons of goods.
83795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სპეკულოვის საქონლით დატვირთული მატარებელი მეორე დღესვე მიდის მოსკოვში, მატარებელს თან მისდევს თვითონ სპეკულოვი, რომელსაც ჯიბეში უდევს კვაჭის ხელმოწერილი მანდატები.
Spekulov’s loaded train would depart the next day for Moscow, with Spekulov on it, and Kvachi’s signed mandates.
83796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამ მანდატებით სპეკულოვს მოსკოვში ეძლევა თვისი საქონელი, რომელიც სედრაკის დახმარებით უმალ იყიდება.
Thanks to these mandates, in Moscow Spekulov was given his property, which Sedrak helped to sell.
83797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე იმავე მანდატებით და იმავ სედრაკას დახმარებით მოსკოვიდანაც მოდის დატვირთული მატარებელი, რომელიც კვაჭის დახმარებით იყიდება.
Then the same mandates and the same Sedrak saw that a loaded train departed from Moscow, carrying a load to be sold by Kvachi.
83798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დროგამოშვებით კვაჭანტირაძეს და ხელისუფლებს ბრძანება მოსდის:
Every now and again Kvachi and the authorities received an order:
83799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
„მოახდინეთ რეკვიზიცია ოქროსი და თვალ–მარგალიტის (ან სანოვაგის, ან ქსოვილების, ან სხვა საქონლის) სამხედრო საბჭოს წევრის სამტრედიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც ევალება მოგროვილ საქონლის ჩამოტანა მოსკოვში“.
"Carry out requisition of gold and jewelry (or provisions, or textiles, or other goods), as ordered by member of the Military Council Samtredidze, entrusted with taking requisitioned goods to Moscow".
83800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვაჭართა და მდიდართა ბღავილი და ოხვრა ზეცას სწვდება, ხოლო მოგროვილი საქონელი მოსკოვსა და პეტერბურგში მიდის, სადაც მას სედრაკა და პავლოვი ხელგაშლით ელოდებიან.
Tthe bellowing and groans of merchants and the wealthy was reaching the heavens: the accumulated goods went to Moscow and Petersburg, where Sedrak and Pavlov welcomed them with open arms.