მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83841.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან, ვინ გადაატრიალებს ქვეყანას?
Ivan, who’s going to wreck the country?
83842.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვინ არის დასაჭერი? კონიაკი რომ წაგვართვა.
Who’s got to be arrested? The man who took the brandy off us.
83843.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭანტირაძეა მისი გვარი.
His name’s Kvachantiradze.
83844.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სამი თუ ხუთი სახელი აქვს: კვაჩი, აპოლონი, ნაპოლეონი და... ეშმაკმა იცის სინამდვილეში ვინ არის!
He has three or five names: Kvachi, Apollo, Napoleon and … The devil knows who he really is!
83845.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მომეცით ჩქარა ქაღალდი!
Give me paper at once!
83846.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან ივანიჩს ათი წუთი დასჭირდა მოსკოვის სადგურზე დეპეშის დასაწერად.
It took Ivan Ivanych ten minutes to write an angry telegram at the Moscow station.
83847.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხოლო მისი ზურგის უკან ბესო შიქია იდგა, შორიდან იმ დეპეშას კითხულობდა და ოდნავ იღიმებოდა.
But Beso Shikia was standing behind him, smiling as he read the telegram.
83848.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
განსაკუთრებულ მატარებელზე ავიდა, სადაც მას კვაჭი და ამხანაგები უცდიდნენ.
He got on a special train where Kvachi and the rest of the gang were waiting for him.
83849.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მას მაშინვე მიჰყვა სედრაკა, რომელიც ქალაქიდან გამოსულიყო და კვაჭის მატარებელს დაეძებდა.
He was followed straight away by Sedrak, who had left town to look for Kvachi’s train.
83850.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სანამ ერთმანეთს გადაეხვეოდნენ და მოიკითხავდნენ, მუშებმა ნახევარი ვაგონი გაავსეს სედრაკას ბარგით – ღვინით, ათნაირ სასმელით, სანოვაგით და ძვირფას საქონლით.
While they embraced and asked after each other, porters filled half the carriage with Sedrak’s luggage: wine, a dozen other drinks, provisions, and expensive goods.
83851.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე ბესომ უთხრა კვაჭის: – ივან ივანიჩმა ძლივს მოგიგონა.
Then Beso told Kvachi: "Ivan Ivanych has hardly remembered who you are".
83852.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეპეშა გაგზავნა ჩვენ დასაჭერად.
He’s sent a telegram to have us arrested.
83853.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს არის ეხლა წევიკითხე ის დეპეშა.
I’ve just read it.
83854.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეიგვიანა ჩემმა ივან ივანიჩმა, დეიგვიანა!
My Ivan Ivanich is too late, far too late.
83855.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეძებონ აწი, სედრაკ, წეიკითხე ეს ქაღალდი და სთქვი, დაგვეწევიან ჩეკელები?
Let them look for me, Sedrak, read this piece of paper and tell me if the Cheka is going to get us.
83856.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სედრაკამ გრძელი მანდატი ჩაიკითხა.
Sedrak read the long mandate.
83857.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარაპეტ მინასიჩ შულავრიანცს და ამხანაგებს (ჩამოთვლილი იყო თორმეტიოდე გვარი) დავალებული აქვთ პოვნა და დაპატიმრება ცნობილ კონტრ–რევოლუციონერის, საბოტაჟნიკისა და ბანდიტის კვაჭი კვაჭანტირაძის.
Karapet Minasich Shulavriants and his comrades (a dozen names followed) have orders to find and arrest the notorious counter-revolutionary, saboteur, and bandit Kvachi Kvachantiradze.
83858.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ შენვე დაეძებ შენს თავს?
So you’re searching for yourself, then?
83859.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დასდევს კვაჭი კვაჭანტირაძე თავის თავს.
Kvachi Kvachantiradze was searching for himself.
83860.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რომელიმე ქალაქს ან სადგურს რომ მიადგება, უმალ ხელისუფლებას ეწვევა, ადლიან მანდატებს გადუშლის და ეკითხება: – ეს კაცი (კვაჭი კვაჭანტირაძე) ხომ არ გეგულებათ ახლო მახლო?
When he arrives at one of several towns or stations he immediately will see the authorities, showed them his yard-long mandate and asks: "Do you know if this man, Kvachi Kvachantiradze, is in the vicinity"?