მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83821.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მიბოძეთ ეგ ბოთლი, – სთქვა კვაჭიმ და ბოთლისკენ ხელი გაიშვირა.
"Kindly let me have that bottle", said Kvachi, reaching for it.
83822.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგებო, ჯერ არც კი დაგვილევია... დაიღრიჯა პირველი.
"Comrade, we haven’t drunk it yet", growled the first.
83823.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ ხართ აგეთი სასტიკი! – შეეხვეწა კვაჭის მეორე.
"Don’t be so strict", a second comrade begged Kvachi.
83824.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ინებეთ! – სთქვა მესამემ და ბოთლი კვაჭის მიაწოდა.
"Take it then", said a third comrade, handing the bottle to Kvachi.
83825.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კანონი კანონია, მორჩა და გათავდა!
Laws are laws, and that’s all there is to it.
83826.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გემორჩილებით – ყოჩაღ, ამხანაგო! – უთხრა მეოთხემ.
"We’ll obey you - Quite right, comrade", said a fourth.
83827.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც მართალია, მართალია!
Can’t deny that’s true.
83828.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დეკრეტი ჩვენი გამოცემულია, მაშასადამე, ამ დეკრეტს სხვებზე ადრე ჩვენვე უნდა დავემორჩილოთ.
We were given the decree, so we should be the first to obey it.
83829.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ივან ივანიჩი კვლავ კვაჭის შესცქეროდა, შუბლს ისრესდა და ჰფიქრობდა: „რა ვქნა, სად მინახავს ეს კაცი?“
Ivan Ivanych took another look at Kvachi, rubbed his forehead, and thought, "I wonder, where have I seen that man"?
83830.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მატარებელი წავიდა.
The train left.
83831.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები დიდხანს დავობდნენ კვაჭის საქციელის შესახებ.
The comrades debated Kvachi’s behavior for long time.
83832.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზოგნი ლანძღავდნენ, ზოგნი კი იმის სიმტკიცეს იწონებდნენ.
Some cursed him, others approved of his strictness.
83833.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძალიან დავაშავეთ, რომ გვარი არ გამოვკითხეთ! – სთქვა ერთმა.
"It was a big mistake of ours not to ask his name", said one.
83834.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგისთანა მტკიცე და ერთგული კაცი აქ არ უნდა ლპებოდეს.
Men as firm and loyal as him should not rot here.
83835.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვიცნობ მაგ კაცს, ვიცნობ, მაგრამ... – წაიბუტბუტა ივან ივანიჩმა: – არ მაგონდება, სად ან როდის გავიცანი.
"I know the man, I recognize him, but"… muttered Ivan Ivanych - "I can’t remember where or when I met him".
83836.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოსკოვამდის შუბლს ისრესდა.
He kept rubbing his forehead until they got to Moscow.
83837.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მატარებელი რომ მოსკოვს მიადგა, ივანი უცებ წამოხტა, შუბლზე ხელი დაირტყა და წამოიძახა: – მოვიგონე! მოვიგონე!
The moment the train arrived, Ivan quickly leapt out, clapped his hand to his brow and called out: "I’ve remembered, I’ve remembered"!
83838.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა იყო?.. რა მოიგონე? – ყველამ ჰკითხა.
"What? What have you remembered"? everyone asked him.
83839.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოვიგონე! მოვიგონე! ჩქარა ქაღალდი, დეპეშა!..
I’ve remembered, I’ve remembered! Get me some paper quick, a telegram!
83840.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაიჭირეთ ის ჰარამზადა, თორემ ქვეყანას გადაატრიალებს?
Arrest that scoundrel, or he’ll wreck the country.