მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე მოითხოვს ბინას, ტელეფონს, ავტოს და ეძებს გასაძრომ ხვრელს.
Then he asks for lodgings, a telephone, a motor car and is looking for some crack to exploit.
83862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გზები შეკრულია.
The routes are cut off.
83863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როსტოვი და სხვა ქალაქები თეთრთა ხელიდან წითელთა ხელში გადადის, მერე ისევ თეთრებს უბრუნდება.
Rostov and other cities were changing from White rule to Red and then went back to the Whites.
83864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სისხლიან კადრილის ცეკვა აღარ თავდება.
The bloody quadrille was a neverending dance.
83865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი მალე წააწყდა საკუთარ კვალს.
Kvachi soon hit on his own trail.
83866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩეკელები ფეხდაფეხ მისდევენ, ხან კუდში მოექცევიან, ხან წინ გაუსწრებენ.
The Cheka is pursuing his every step, sometimes on his tail, sometimes ahead of him.
83867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ათნაირი ხერხი იხმარა.
Kvachi used dozens of different tricks.
83868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესომ კიდევ გამოაცხო ათიოდე მანდატი და მოწმობა.
Beso cooked up a dozen new mandates and certificates.
83869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთად იშვიათად იყრიან თავს.
They met rarely.
83870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენიმე ალაგას მოინდომეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ყველგან ხაფანგებს წააწყდნენ.
There were a few places where they could safely break through the front, but everywhere they came across traps.
83871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთხელ ჯალილამ უთხრა კვაჭის: – უფროსო, ჯალილამ წუხელი ძალიან ცუდი სიზმარი ნახა, არ დაგიჩირონ.
Once Jalil told Kvachi: "Boss, Jalil had a very bad dream last night: I hope they don’t arrest you".
83872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ გეშინიან, ჯალილ!
Don’t worry, Jalil.
83873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მალე გავალთ ამ ჯოჯოხეთიდან! – დაამშვიდა კვაჭიმ.
"We’ll soon be out of this hell", Kvachi reassured him.
83874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს კვაჭი და ბესო დასაზვერად გავიდნენ სადგურზე.
The next day Kvachi and Beso went to the station to reconnoitre the situation.
83875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თანახმად თავიანთი წესისა, ცალკ–ცალკე დადიოდნენ ბაქანზე და იქაურობას ჰსუნავდნენ.
As was their custom, they walked separately to the platform and sniffed the air.
83876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცებ ორმა შავ–ტყავიანმა კვაჭის ორივე მხრიდან ნაგანის დამბაჩები დაადეს.
Suddenly two men in black leather coats came up to Kvachi on either side with revolvers drawn.
83877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხელები ასწიეთ!.. წამოდით! და კვაჭი წინ გაიგდეს.
"Hands up! Come with us", They pushed Kvachi in front of them.
83878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესომ წინ გაუარა კვაჭის და ერთი გადაჰხედა.
Beso went round in front of Kvachi and they exchanged glances.
83879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ ოდნავ გაიღიმა.
Kvachi smiled slightly.
83880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩეკაში ჩასაწერი ჩასწერეს და კვაჭი საკანში შეჰგზავნეს.
In the Cheka headquarters forms were filled in and Kvachi was put in a cell.