მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ვიცნობ იმ ზეითუნოვს.
I know this Zeitunov.
83902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კიდევ ერთი: ჩინოვს ჩემს ჩამოსვლას ნუ შეატყობინებთ.
One other thing: don’t let Chinov know I’m here.
83903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ კვაჭანტირაძის დაკითხვა მოინდომა, მეც დავესწრები.
If he needs to interrogate Kvachantiradze, I want to be there, too.
83904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეგრე იყოს, ზარი დარეკა, პავლოვი–სილოვი დარაჯს გადასცა და შესაფერი ბრძანება მისცა.
"All right" - He rang the bell, passed Pavlov-Silov to a guard and gave the necessary orders.
83905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დადის პავლოვი საკნით–საკნამდე და ტუსაღებს ათვალიერებს.
Pavlov went from cell to cell, inspecting the prisoners.
83906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შორი–ახლოს დარაჯი მიიზლაზნება.
The guard trudged some distance behind him.
83907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პავლოვი პატარა სარკმელს მიადგა.
Pavlov reached for a small window.
83908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სარკმელში კვაჭის ცხვირი და თვალები მოსჩანს.
Through the window he could see Kvachi’s nose and eyes.
83909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნუ შედრკებით, მე გაგიყვანთ.
Don’t worry, I’ll get you out.
83910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოსკოველი ჩეკელი ჩინოვი აცხადებს, ვითომ პირადად გიცნობთ.
The Moscow Chekist Chinov insists he recognizes you personally.
83911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოიფიქრეთ რამე... სხაპა–სხუპით ჩასჩურჩულა პავლოვმა კვაჭის.
"Think of something"… Pavlov whispered as fast as he could to Kvachi.
83912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახევარი საათი არც კი გასულა, რომ კვაჭი ზემო სართულში აიყვანეს.
In less than half an hour Kvachi was brought upstairs.
83913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგიდასთან სხედან ჩინოვი და პავლოვი.
Chinov and Pavlov were sitting behind a desk.
83914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ძლივს ჩაგიგდეთ ხელში, ამხანაგო კვაჭანტირაძე! – ღიმილით ეუბნება შემოსულ კვაჭის ჩინოვი.
"I had some trouble getting hold of you, comrade Kvachantiradze", a smiling Chinov told Kvachi as he came in.
83915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი გაოცებულია: – როგორა სთქვით?
Kvachi was astounded: "What did you say"?
83916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე კვანჩარიძე არა ვარ.
I’m not Kvancharidze.
83917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ვარ საროპულო, მიტრო საროპულო, როსტოველი ვაჭარი.
My name is Saropoulo, Mitro Saropoulo, I’m a businessman from Rostov.
83918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კარგი, კარგი, ვიცით, ვინცა ხართ.
Fine, fine, We know who you are.
83919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გამოტყდით! თქვენი ნამდვილი გვარი კვაჭანტირაძეა.
Confess! Your real name is Kvachantiradze.
83920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სხვა გვარებიც გაქვთ, სამტრედიძე, შულავრიანცი.
You do have other surnames: Samtredidze, Shulavriants.