მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღეს არ დაგაპატიმრეს?
Weren’t you arrested today?
83922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე? სამი თვეა, რაც აქა ვარ.
Me? I’ve been here three months.
83923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ ვინ გინდოდათ?
Who did you want?
83924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სულ ორი საათი იქნება, რაც მოიყვანეს, არა?
It wouldn’t be more than two hours ago that he was brought in, would it?
83925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩინოვი აირია.
Chinov was taken aback.
83926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ცხადი იყო, რომ ის კვაჭის არ იცნობდა.
Clearly, he didn’t recognize Kvachi.
83927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ის კაცი ჩემ საკანში შემოიყვანეს.
That’s the man that was brought to my cell.
83928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ აურევიათ, მე კვაჭანტირაძე დავიბარე.
Then there’s been a mix-up, I asked for Kvachantiradze to be brought up.
83929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭანტირაძე მე არა მგავს!
I don’t look like Kvachantiradze!
83930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართალია... არა გგავთ, ეშმაკმა წაიღოს ამათი თავი და ტანი!
True … He doesn’t look like you, the devil take him, body and soul.
83931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენ ჰეი, ამხანაგო! – დაუძახა დარაჯს: „მე გიბრძანეთ, რომ კვაჭანტირაძე მოგეყვანათ, თქვენ კი ვიღაც ბერძენი მოგიყვანიათ“.
"Hey you, comrade"! he called to the guard: "I told you to bring me Kvachantiradze, and you’ve brought me some Greek".
83932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს კაცი წაიყვანეთ და მომიყვანეთ კვაჭანტირაძე.
Take this man away and bring me Kvachantiradze.
83933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი უცებ წელში გასწორდა.
Kvachi quickly straightened up.
83934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თვალებში ელვამ დაურბინა.
His eyes flashed.
83935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგიდას მუშტი დაჰკრა და ჩინოვს პირსახეში მიახალა: – მე ვარ კვაჭანტირაძე, მე!
He struck the desk with his fist and then he told Chinov to his face: "I’m Kvachantiradze".
83936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დიაღ, მე თვითონ გახლავართ კვაჭი კვაჭანტირაძე!
Yes, I’m your Kvachi Kvachantiradze!
83937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გთხოვთ ეხლავე ოქმი შეადგინოთ და შიგ ჩასწეროთ, რომ თქვენ კვაჭანტირაძე ვერ იცანით.
I demand you draw up a statement and put in it that you couldn’t recognize Kvachantiradze.
83938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ჩქარა!.. შეადგინეთ მეთქი ოქმი, შეადგინეთ...
Be quick! I said, draw up a statement.
83939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აი, მოწმეებიც აქ არიან.
Look, the Witnesses are here too..
83940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხმაურობაზე ჩეკის თავმჯდომარეც გამოვიდა.
The noise brought the Cheka chairman in.