მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ შენი გადარჩენის ბრალი უმთავრესად აი, ამ გაიძვერას ედება: პავლოვმა თითი დაადო ბესოს.
"But the main person responsible for saving you is this rogue here": Pavlov put a finger on Beso.
83962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო! ჩემო ნამდვილო მეგობარო! მოდი, მოდი ახლოს!
My true friend Beso! Come, come closer!
83963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
და კვაჭიმ ისე ჩაიხუტა თვისი განუყრელი თანაშემწე, რომ ბესიკს სული შეუგუბდა.
And Kvachi hugged his inseparable companion so hard that Beso couldn’t breathe.
83964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგობაც ასეთი უნდა, მაშ! იხაროდა ჩხუბიშვილი.
"That’s the sort of comradeship we need", said Chkhubishvili happily.
83965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპი სცქმუტავდა და ბავშვივით კისკისებდა, შიქია დინჯად იღიმებოდა, ჩიკინჭილაძე უკვე იღმურძლებოდა, ხოლო ჯალილა ბოთლებს ხსნიდა და წამდაუწუმ ზეცისკენ ხელებს იშვერდა.
Chipi was fidgeting and giggling like a child; Beso Shikia was smiling gravely, Chikinjiladze was now frowning, and Jalil was opening bottles and periodically raising his hands to the heavens.
83966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცებ ჩინოვი მოაგონდათ, რომელიც კუთხეში მიბუზულიყო და პირდაღებული ტუსაღების და ჩეკელების ხვევნას თვალს ადევნებდა.
Suddenly they remembered about Chinov who was hunched in a corner and watching, his jaws dropping, the prisoners and chekists embracing.
83967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი გაშტერებულ ჩეკელს მიუბრუნდა: – ამხანაგო! შენ ჩვენს დახვრეტას აპირებდი, ეხლა კი შენვე ჩაგვივარდი ხელში.
Kvachi turned to this bemused chekist: "Comrade, you were going to shoot us all; now you’re in our clutches".
83968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ მხეცები არა ვართ, ამიტომ არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ ვერც გაგანთავისუფლებთ.
We’re not wild animals, so we’re not going to hurt you, but we can’t let you go.
83969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გინდა თუ არა წამოგვყვე საქართველოში?
Do you want to come with us to Georgia, or not?
83970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩეკელმა უკვე მოისაზრა თვისი მდგომარეობა და სამოქმედო გეგმაც შეადგინა.
The chekist had already considered his position and worked out a plan of action.
83971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგაზე დიდი ბედნიერება არც კი მინატვრია.
I couldn’t wish for anything better.
83972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ამ ჯოჯოხეთიდან გამიყვანთ, თქვენი ერთგული ყმა გავხდები.
If you get me out of this hell, I’ll be your faithful servant.
83973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ მოდი და ეს არაყი დალიე ჩვენი შერიგების ნიშნად.
Then come and have a drink of this vodka, to mark our peace treaty.
83974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხელი ჩამოართვეს, დაალევინეს და აჭამეს.
They made him shake hands, drink, and eat.
83975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც უნდა იყოს, ჩეკელია! – თქვა კვაჭიმ ქართულად.
Whatever else he may be, he’s a chekist, said Kvachi in Georgian.
83976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპი, შენთვის ჩამიბარებია ეს კაცი.
Chipi, I’m putting this man in your hands.
83977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღე და ღამე თვალი არ მოაშორო, თვარა კვანტს მოგვდებს.
Don’t take your eyes off him, day or night, or he’ll put one over us.
83978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთ დიდ სადგურზე პავლოვმა ამხანაგობის ვაგონი მოახსნევინა და სხვა მატარებელს მიაბმევინა, რომელიც ფრონტისკენ მიდიოდა.
At one major station Pavlov had the gang’s carriage uncoupled and coupled to another train which was heading for the front.
83979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვახშამი რომ გათავდა, კვაჭიმ ყალიონი გააბოლა და სთქვა: – მეგობრებო! ყოველივეს დასაწყისი და დასასრული აქვს.
After supper Kvachi lit his pipe and said: "Friends, everything has a beginning and an end".
83980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზომიერება ღვთის წყალობაა.
Moderation is a divine grace.