მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩინოვი აირია.
Chinov was confused.
83942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩინოვმა გადააჭარბა და ათიოდე სიმართლეს ერთი პატარა ტყუილი მიუმატა.
Chinov had gone too far by adding a little lie to a dozen truths.
83943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ ტყუილმა ფეხი გამოჰყო, და კვაჭიც იმ ფეხს დაებღაუჯა.
That lie had tripped him up, and given Kvachi something to hold onto.
83944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოქმი შეადგინეს.
The statement was drawn up.
83945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პავლოვი ღიმილით ეუბნებოდა ჩეკის თავმჯდომარეს: – აკი გითხარით, ჩინოვი სანდო არ არის მეთქი.
Pavlov smiled as he told the Cheka chairman: "I told you Chinov wasn’t reliable".
83946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქაც გახლართა საქმე.
He’s messed things up here, too.
83947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე ხვალ მივდივარ მოსკოვში.
I’m off to Moscow tomorrow.
83948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორივეს თან წავიყვან, კვაჭანტირაძეს და ჩინოვსაც.
I’ll take both of them with me, Kvachantiradze and Chinov.
83949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეგ ოქმიც მიბოძეთ.
Let me have that statement.
83950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა, თქვენი დარაჯები არ დამჭირდება, ოთხი კაცი მყავს თან...
No, I don’t need your guards, I’ve got four men of my own…
83951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაშ ხვალამდის, ამხანაგო!
Well, till tomorrow, comrade!
83952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩინოვმა აქ მოიცადოს.
Chinov can wait here.
83953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პავლოვი რომ გავიდა, თავმჯდომარემ დარაჯს დაუძახა, ორდერი გადასცა და უთხრა: – აგერ იმ ოთახში ზის ჩინოვი, დააპატიმრეთ.
Once Pavlov had left, the chairman called a guard and gave him an order: "Chinov is in that room: arrest him".
83954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს პავლოვ–სილოვმა ბეკარევს, ჩხუბიშვილს, ჯალილას და ჭიპის შავი ტყავები ჩააცვა, მაუზერები დაჰკიდა, ჩეკიდან ორი პატიმარი მიიღო, ორივენი ოთხ ამხანაგს შუაში ჩაუყენა.
The next day Pavlov-Silov dressed Bekarev, Chkhubishvili, Jalil, and Chipi in black leather, put Mausers on their belts and took the two prisoners from the Cheka, surrounding them with his four colleagues.
83955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ქალაქი გადასჭრეს, ვაგონში ჩასხდნენ და ჩრდილოეთისკენ გაუტიეს.
They crossed town, took their seats in a railway carriage, and set off for the north.
83956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მატარებელი რომ დაიძრა, იმ ვაგონში უცებ ერთი ჟრიამული, ხვევნა, კოცნა და მხიარული სიცილი ასტყდა.
Once the train was moving, there was nothing but shouts, embraces, kisses, and joyful laughter to be heard in that carriage.
83957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყოჩაღ, პავლე, ყოჩაღ! – მონათლეს პავლოვი პავლედ და ტყაპა–ტყუპი აუტეხეს ზურგზე: – გენიოსი ჰყოფილხარ, გენიოსი!
"Well done, Pavle, well done"! they said, baptising Pavlov as Pavle and clapping him hard on the back: "You’re a genius, a genius".
83958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამიერიდან შენ ჩემი ღვიძლი ძმა ხარ! – უთხრა პავლოვს კვაჭიმ და გადაეხვია.
"From now on you’re my blood brother"! Kvachi told Pavlov, as he embraced him.
83959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შენ სიცოცხლე მაჩუქე, მაშასადამე, იგი შენ გეკუთვნის.
You saved my life, so it’s now all yours.
83960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართალია, მეც ცოტაოდენი გავაკეთე ამ საქმეში, – სთქვა პავლოვმა.
"True, I contributed a little bit", Pavlov said.