მოიძებნა 668045 ჩანაწერი
83981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ სისხლიანი გზა დავლიეთ და ჩვენი რევოლუციური ვალი მოვიხადეთ.
We have exhausted our bloody path in life and we have done our revolutionary duty.
83982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სანამ რუსეთი გონიერ ზომიერებას არ გადასცდა, ჩვენც პირნათლად ვემსახურებოდით საერთო სამშობლოს.
Until Russia went mad and lost all sense of proportion, we served a common motherland conscientiously.
83983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ ჩვენი ქერა ძმები გაგიჟდნენ.
But our fair-haired brothers have gone mad.
83984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ იმდენი ვნახეთ და ისეთი ჯოჯოხეთი გამოვცადეთ, რომ სხვა, ჩვენს მაგივრად, თვითონაც გადირეოდა.
We’ve seen so much and experienced such hell, that anyone else in our shoes would have gone mad themselves.
83985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ ბუნებამ ჩვენ, მადლობა უფალსა! – ზომიერება, ნათელი გონება და რეალობის ალღო მოგვანიჭა.
But nature has endowed us—thank the Lord—with a sense of proportion, clear minds, and a feeling for reality.
83986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ერთმანეთს ვერ ამოვჟლეტავთ განყენებულ ლანდებისთვის.
We cannot exterminate each other for the sake of abstract hallucinations.
83987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თუ ჩვენ ერთმანეთი შევმუსრეთ, ჩვენს წმინდა პრინციპებს დათვები და ტურები ვერ განახორციელებენ ჩვენს საფლავებზე.
If we go on annihilating one another, bears and jackals won’t be able to reincarnate our sacred principles over our graves.
83988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილ, ერთი კიდევ დამისხი.
Jalil, pour me another.
83989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეგობრებო! ქართველ ხალხს რომ სრულებით არაფერი შეექმნა, შოთა რუსთველის მარტო ერთი ნათქვამიც დაამტკიცებდა შოთასი და ქართველი ხალხის გენიალობას.
Friends! If the Georgian people had never created anything else, just one saying of Shota Rustaveli would prove that Shota and the Georgian people are geniuses.
83990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რა სთქვა ისეთი გენიალური? – იკითხა პავლემ.
"What did he say that was so brilliant"? asked Pavle.
83991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მან სთქვა: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდებისო“.
He said: "Whatever is in the wine-jar will flow out of it".
83992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩაუკვირდით ამ სიტყვებს და ამ აზრით გაზომეთ რუსეთის დღევანდელი ამბები.
Wonder at these words and use your wits to apply them to what is happening in Russia today.
83993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რაც რუსის ხალხის სულში იდგა, იგივე წარმოსდინდა, არც მეტი და არც ნაკლები.
Whatever is in the Russian soul is flowing out, neither more nor less.
83994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რუსის ხალხმა კვლავ იპოვნა თავისი სული.
Russians have found their soul again.
83995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბურჟუაზიულ–კაპიტალისტური ბურუსი თავიდან ამოიგდო და თავის თავს დაუბრუნდა.
They’ve thrown off the bourgeoiscapitalist fog and reverted to their true selves.
83996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეტი არაფერი მოხდა?
Is that all that’s happened?
83997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დანარჩენი სიტყვებია, მხოლოდ სიტყვები.
The rest is just words, just words.
83998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სიტყვა კი ადამიანს აზრის დასამალად აქვს მიცემული.
Words are there to conceal people’s thoughts.
83999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სიტყვა სამოსელია, რომელიც ჰფარავს ტანს, – არავინ იცის, როგორს – ლამაზს თუ მახინჯს, თეთრს თუ შავს, წითელს თუ ყვითელს.
Words are a cloak to hide the body—nobody knows if the body’s beautiful or ugly, white or black, red or yellow.
84000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი ჭიქა პორტვეინი კიდევ გადაჰყლაპა, ორჯერ–სამჯერ კიდევ გააბოლა და პავლოვს მიუბრუნდა: – საკვირველი ხალხი ჰყოფილხართ რუსები.
He downed a glass of port, lit his pipe two or three times more, and turned to Pavlov: "You Russians must be peculiar".