მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქამდის ვერავინ გაიგო ხეირიანად თქვენი სული და ხასიათი.
So far nobody has managed to understand your soul and character.
84002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე მეგონა, რუსის ხალხი საკუთარ თავის განთავისუფლებას აპირებს მეთქი.
I thought Russians were trying to get freedom for themselves.
84003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თურმე ნუ იტყვით, ის მართლა დაეჭიდა მთელ ქვეყანას.
Don’t tell me that: they’re actually fighting the whole world.
84004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს ჭიდილი დამარცხებით გათავდება.
This is a fight they are going to lose.
84005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ, ქართველები (კვაჭი ერთ ხნიდან აღარ თაკილობდა წარმომავლობას, პირიქით, თავიც მოჰქონდა), თითებით ვსთვლით ერთმანეთს.
We Georgians (for some time Kvachi had, instead of disdaining them, taken pride in his origins) are so few that we can be counted on the fingers of one hand.
84006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღევანდელი რუსეთი სამარეში ჩადის და ერთ მუჭა ქართველებსაც თან მიათრევს.
Today’s Russia is going to the grave and dragging the tiny handful of Georgians with it.
84007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბოდიშს ვიხდი, შეიძლება სამარემდის მოგყვეთ, მაგრამ სამარეში კი ვერ ჩამოგყვებით.
I’m sorry: we may follow you to the edge of the grave, but not into it.
84008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემი კეთილი ივან ივანიჩი რომ აქ იყოს, მეტყოდა, ეგ ხომ ბურჟუაზიული დამოკიდებულებააო.
If my nice Ivan Ivanych were here, he’d tell me this is a petty-bourgeois attitude.
84009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არც მათ ესიამოვნება დედიან–ბუდიანად ამოგდება და გაწყვეტა.
It may well be, but even them don’t like being thrown out of his birthplace and being wiped out.
84010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგონდება ჩვენი შარშანდელი ბაასი, ძმაო პავლე.
This reminds me of our chat last year, brother Pavle.
84011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორივენი წითელ რუსეთს დავეჭიდეთ კუდში.
We were both fighting in the rear against Red Russia.
84012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შევსცდით თუ არა, ამას თავი დავანებოთ.
Whether we were right or not, we both stopped doing so.
84013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე წარსულს არ ვნანობ ხოლმე.
I never regret the past.
84014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ დღეს ვეუბნები მას: ძმაო ივან, ამას იქით ვეღარ გამოგყვები.
But today I’m telling him: Brother Ivan, I can not follow you beyond that.
84015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მშვიდობით! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
Goodbye! May God show you the right way.
84016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, რომელიც გველის და გვეძახის.
We have our own motherland waiting for us and calling us.
84017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მართალია! მართალია! – წამოიძახეს ყველა მხრიდან.
"That’s true, that’s true"! exclamations came from all sides.
84018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იქ, საქართველოში, არც მე მომკლავენ, არც მე მოვკლავ ვისმე.
In Georgia nobody’s going to kill me and I’m not going to kill anybody.
84019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ მშვიდობა მოგვწყურდა, აქ კი ამ მშვიდობას, მგონი, ვერასოდეს მოვესწრებით.
We are longing for peace, and here I don’t think we’ll ever find peace.
84020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გარდა ამისა, საქართველოში ყველას გვყავს მშობლები და ნათესავები.
Apart from this, in Georgia we all have parents and relatives.