მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დროა მოვიგონოთ და მივეშველოთ.
It’s time we remember them and to help them.
84022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სამშობლოსკენ!.. საქართველოსკენ!... შინისკენ! – კიდევ დიდხანს გაიძახოდნენ ამხანაგები, თანაც ბოთლს ბოთლზე სცლიდნენ, „მრავალ–ჟამიერს“ გუგუნებდნენ და მატარებელი რახა–რუხით სამხრეთისკენ მიჰქროდა.
"To our motherland! To Georgia! Home!" the comrades kept on calling out for some time, downing bottle after bottle, belting out "Live a thousand years"! as the train sped rattling southwards.
84023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი, ადექი! ჩქარა! ჩქარა!
Kvachi, get up! Quick, quick!
84024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი უმალ წამოხტა.
Kvachi leapt up straight away.
84025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩინოვი გეიპარა! შეატყობინა ბესომ.
"Chinov’s got away", Beso informed him.
84026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დევიღუპეთ! აწი კი დევიღუპეთ! – გაჰკიოდა ჭიპუნტირაძე და თმებს იგლეჯდა.
"We’re doomed. Now we really are doomed", shrieked Chipuntiradze, tearing his hair.
84027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩემი ბრალია, ჩემი!
It’s my fault, mine.
84028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი წუთით ჩევიძინე...
I fell asleep for a minute…
84029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გამეპარა ის ჰარამზადა, გამეპარა!
The scoundrel gave me the slip, he got away.
84030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
შეჰკარით ბარგი! – დინჯად გასცა ბრძანება კვაჭიმ.
"Pack the bags", Kvachi ordered grimly.
84031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზედმეტი არაფერი წამოიღოთ...
Don’t take anything you don’t need…
84032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ლადი, დაანებე თავი მაგ ოხერ ღვინოს!..
Ladi, leave that wretched wine…
84033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილ, გადაყარე ეგ ჩვრები!.. აბა, მომყევით!
Jalil, throw away those rags … Now, follow me!
84034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იარაღი მზად გქონდეთ!
Guns at the ready.
84035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ამხანაგები თოვლიან მინდორზე ისე გადაცვივდნენ მატარებლიდან, როგორც ბაღლინჯოები თეთრ ზეწარზე.
The gang jumped out of the train into the snow-covered fields, like bedbugs onto a white bedspread.
84036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გადახტნენ და ძუნძულით ერთმანეთს გაჰყვნენ.
After they’d jumped off, they ran at a trot in single file.
84037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უკვე გათენებულიყო.
It was now daylight.
84038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ღრუბლიანი ცა და თოვლიანი თვალუწვდენი მინდორი სადღაც ერთმანეთს უერთდებოდნენ.
The cloudy sky and boundless snow-covered fields seemed to merge in the distance.
84039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიანჭველებივით გამწკრივებული ამხანაგები მუხლამდე თოვლში იფლებოდნენ და ხვნეშით წინ მიიწევდნენ.
The gang, like a line of ants, waded knee-deep in snow, groaning as they struggled onwards.
84040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დროგამოშვებით შესდგებოდნენ და სულს მოითქვამდნენ.
Every now and again they stopped to get back their breath.