მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ზურგი არ უჩვენო მტერს, თორემ შენც, შენი მეგობრებიც და შენი ნადავლიც დაიღუპებით!
Don’t turn your back on the enemy, or you, your friends, and your booty will all be lost for ever!
84102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, მეგობრებო! – ჰკივის გაცხარებული კვაჭი:–გასტენეთ! დაუმიზნეთ, ესროლეთ!
"Right, friends"! Kvachi shouted in fury: "Load! Aim! Fire"!
84103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჰქუხს ხუთიოდე თოფი.
Thundered half a dozen rifles.
84104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭის კვლავ დემირ–თეფეს ეშმაკები ჩაუსხდნენ გულში.
The devils that possessed Kvachi on Demir-Tepe possessed him again.
84105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი ისე მოიტაცეს იმ ეშმაკებმა, რომ მას არც კი ესმოდა გახელების მიზანი, ეხლა კი კვაჭი შეგნებით და დინჯად იბრძოდა სახელისთვის და სიცოცხლისთვის.
Kvachi had been so enthralled by the devils that he could no longer understand the object of his madness, but now he was fighting purposefully and seriously for his reputation and his life.
84106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა, კვაჭი ჯერ არ არის მზად სიკვდილისთვის!
No, Kvachi was not ready to die yet.
84107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არ მოკვდება კვაჭი ასე უღვთოდ და უბრალოდ სადღაც მიყრუებულ სოფელში!
Kvachi will not die such an ungodly and ordinary death in some village in the backwoods.
84108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არ მოკვდება კვაჭი, სანამ ერთხელ კიდევ არ ჩაეხუტება სილიბისტროს და პუპის, სანამ ერთხელ კიდევ არ მოირბენს ქუთაისს და ტფილისს, საღორიას და მუშტეიდს, ფერმას და მთაწმინდას, სანამ ერთხელ კიდევ არ გადაატრიალებს ერემოს და ლაითაძის დუქნებს ქუთაისში, „ედემს“ და „ფანტაზიას“ ვერის ბაღებში.
Kvachi was not going to die before he had hugged Silibistro and Pupi once more, before he had made a last trip to Kutaisi and Tbilisi, to Saghoria and Mushtaid farm, to the Kakhetian farm and Mtatsminda, before he had done the rounds of Eremo’s and Laitadze’s inns in Kutaisi, or been to the Eden and the Fantasy in Vera gardens.
84109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არ მოკვდება კვაჭი, სანამ არ ჩაჰკრავს ერთ თალია ბაკკარას ქართულ კლუბში და ისე არ ააფორიაქებს იქაურობას, რომ ათიოდე წელიწადს მაინც არ იგონებდეს თუნდ მარტო პატარა საქართველო კვაჭი კვაჭანტირაძის სახელს.
Kvachi was not going to die before he’d played a last game of baccarat in the Georgian club and raised such hell that the name of Kvachi Kvachantiradze would be remembered for at least a dozen years, if only in tiny Georgia.
84110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ესეც რომ არ იყოს, ეხლა იმის სამშობლოში ჰქუხს და ელავს, უხვად იღვრება მისი ძმების სისხლი და ცეცხლით იწერება მისი ხალხის ისტორიის ახალი თაბახი.
That might not come true: even now in his homeland there is thunder and lightning as his brothers’ blood is spilled and a new page in his people’s history is being written in fire.
84111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არა, არა! ასეთ დროს კვაჭი ვერც განზე გადგება და არც მოკვდება!
No, no! At times like these Kvachi could not stand aside, nor could he die.
84112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ურას ყვირილი ღობის ძირში შესწყდა.
The yells of "Hurrah" were no longer to be heard under the hedge.
84113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წითლები მიბრუნდნენ და გაიქცნენ.
The Reds turned and fled.
84114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბექობზე ათიოდე დაჭრილი და მოკლული დასტოვეს.
They had left a dozen wounded and dead on a hillock.
84115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ დროს ტყვიის მფრქვეველის კაკანიც შესწყდა.
At the same time the machine gun stopped rattling.
84116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭიმ მიიხედ-მოიხედა, გაბო ჩხუბიშვილი თავის იარაღს ზედ დაჰკვდომიყო.
Kvachi looked all round, Gabo Chkhubishvili was dying, slumped on his weapon.
84117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მას ორივე ხელი მოეხვივნა გაცხელებულ იარაღისთვის და ისე ჩაჰხუტებიყო, როგორც საყვარელ ქალს.
Both arms were wrapped round the red-hot machine gun, which he had embraced like a much-loved woman.
84118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თოვლივით გაფითრებული ბესო შიქია ღობეს მიჰყუდებიყო და დაჭრილ წვივს იხვევდა.
Beso Shikia, as white as the snow all round, was leaning against the hedge, bandaging his wounded shin.
84119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპი ჭიპუნტირაძე აღარსად სჩანდა.
Chipi Chipuntiradze was nowhere to be seen.
84120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილ, ბესოს უშველე!
Jalil, help Beso.